წმინდა მთარგმნელი ვარდაპეტების დღესასწაული
- მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-10-12
სომეხი ხალხის ერთ-ერთი ყველაზე სანუკვარი და საყვარელი ეროვნულ-საეკლესიო დღესასწაულია. მთარგმნელი ვარდაპეტების ხსენებას სომეხთა სამოციქულო ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. პირველი აღინიშნება სულთმოფენობის მეოთხე კვირა დღის მომდევნო ხუთშაბათს, მეორე - მოძრავია, და აღინიშნება 3 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე.
"მთარგმნელის" სახელწოდებით ცნობილნი არიან წმინდა მესროპ მაშტოცისა და სააკ პართევის დაახლოებით ასი მოწაფე.
თავდაპირველად, იყვნენ სპეციალური თარჯიმნები, რომლებიც ღვთისმსახურების დროს წმინდა წიგნიდან ადგილებს ზეპირად თარგმნიდნენ სომხურად, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი, ეს საკითხი აწუხებდა წმინდა მესროპ მაშტოცს. სომეხი კაცი მოკლებული იყო ბიბლიის კითხვის, ჭეშმარიტებისა და ხსნის მოპოვების შესაძლებლობას. იგი მუდმივად ფიქრობდა ბიბლიის სომხური ვერსიის შექმნაზე, რის განსახორციელებლად მიმართა სომეხთა კათოლიკოსს წმინდა სააკ პართევს და დიდ მოწონებაც დაიმსახურა.
როგორც აღმოჩნდა, კათოლიკოსსაც აწუხებდა აღნიშნული საკითხი. მათ გეგმებს იწონებს ასევე მეფე ვრამშაპუჰ არშაკუნი. მესროპ მაშტოცი მოწაფეებთან ერთად მიემგზავრება ედესასა და ამიდში. ედესაში მოხდა უდიდესი სასწაული. უფალმა შეისმინა მესროპ მაშტოცის ლოცვები და მას უჩვენა ასო-ნიშნები არა მშვენიერი ხილვის სახით, არა სიზმარში, არამედ ფხიზლად, სინამდვილეში. მესროპ მაშტოცი ნახა, რომ მარჯვენა ხელით წერს კედელზე და ასოს მოხაზულობა ისეთია, როგორ ფორმასაც მას აძლევდა ხელი კედელზე, ასო-ნიშნების განსხვავებები და სახელწოდებები ყალიბდებოდა მესროპის გონებაში. (მ.ხორენაცი, „სომხეთის ისტორია“) იგი ღვთაებრივი ძალით ქმნის სომხურ ასოებს და სამოსატში ერთ ბერძენთან სახელად ჰროფანოსთან ერთად საბოლოოდ აფორმებს მათ. ასოების გამოგონების შემდეგ წმინდანები სააკი და მესროპი იწყებენ ბიბლიის თარგმნას და ისე სრულყოფილად ასრულებენ ამას, რომ ბიბლიის სომხურ თარგმანს საუკუნეების შემდეგაც ეწოდება „ბიბლიების თარგმანთა დედოფალი“. ბიბლიიდან სომხურად ნათარგმნი პირველი წინადადებაა „არაკების“ წიგნის პირველი წინანადადება: «Ճանաչել զիմաստությիւն և զխրատ, իմանալ զբանս հանճարոյ».
მესროპი ბრუნდება სომხეთში. სააკ პართევისა და მესროპ მაშტოცის ძალისხმევით სომხეთში იხსნება სკოლები, სადაც ისწავლება სომხური დამწერლობა. (Կիսատ է թարգմանած)