Материалы

წმინდა ეგნატეს, წმინდა ადე პატრიარქისა და წმინდა მარუთას ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2019-12-16

წმინდა ეგნატე ანტიოქელს „ღმერთშემოსილს“ უწოდებენ , ნეტარი სწორედ ის ყრმა იყო, რომელიც მაცხოვარმა მოწაფეებს შორის დააყენა და თქვა: „უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მთ. 18,3). მოგვიანებით ეგნატე წმინდა პეტრესა და იოანე ღვთისმეტყველს დაემოწაფა და მოციქულთა კრების გადაწყვეტილებით, ანტიოქიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. წმინდანი ანტიოქიის მეორე მღვდელმთავარი იყო და აღმოსავლეთში სარგებლობდა დიდი რეპუტაციით. 107 წელს იმპერატორმა ტრაიანემ ბრძანა მთელს ქვეყანაში წარმართული მსხვერპლშეწირვები გაემართათ, ქრისტიანები კი, რომლებიც კერპების თაყვანისცემაზე უარს განაცხადებდნენ, დაეხოცათ. ტრაიანე ბევრს ეცადა, კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე დაეყოლიებინა ნეტარი, მაგრამ ვერაფერს გახდა. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, წმინდა ეგნატე რომში ლომებისთვის მიეგდოთ დასაგლეჯად. მღვდელმთავარი მშვიდად შეხვდა განაჩენს. ეს დაახლოებით 113-117 წლის განმავლობაში მოხდა.

წმინდა ადე პატრიარქი (I საუკუნე) იყო ედესის ეპისკოპოსი, ხელდასხმულ იქნა წმინდა თადეოზ მოციქულის მიერ. იგი აწამეს წარმართი მეფის ბრძანებით პირველი საუკუნის მეორე მეოთხედში.

წმინდა მარუთა იყო მეოთხე ჰაიქის ქალაქ ნფრკეტის ეპისკოპოსი. მამამისი სირიელი იყო, დედა - სომეხი. დიდი რეპუტაციით სარგებლობდა სპარსეთსა და ბიზანტიაში. მონაწილეობდა 381 წელს კონსტანტინოპოლის II მსოფლიო საეკლესიო კრებაზე. როგორც იმპერატორი თეოდოსის ელჩი ორჯერ მივიდა სპარსეთის მეფე იეზდიგერდთან - ქრისტიანთა წინააღმდეგ დევნის შეწყვეტის მიზნით. იგი გარდაიცვალა 422 წელს.

  • Created on .
  • Last updated on .
  • Hits: 37

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
+995322754111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.