წმინდა კლემენტ პატრიარქის და წმინდა ბაგრატ ტავრომენელი ეპისკოპოსის ხსენების დღე
- მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-11-28
პატრიარქი წმინდა კლემენტი პირველია "სამოციქულო მამებს" შორის, რომლის ნაწერებიდან ვიგებთ ჩვენი წელთაღრიცხვის I-II საუკუნეების ქრისტიანული ტრადიციების, ღვთისმეტყველების და ეკლესიის ისტორიის შესახებ. წმინდა კლემენტი რომში შეხვდა წმინდა პეტრე მოციქულს, რომლის ქადაგების შედეგად მოინათლა, ხელდასხმულ იქნა და 92 წელს გახდა რომის ეპისკოპოსი.
ტავრომენელი ეპისკოპოსი წმინდა ბაგრატი სიველიის განმანათლებელია. იყო პეტრე მოციქულის მოწაფე, ვის მიერაც ხელდასხმულ იქნა და გაიგზავნა სიველიაში. იგი გახდა ქალაქ ტავრომენეს ეპისკოპოსი და მისი ქადაგების წყალობით გაუქმდა კერპთაყვანისმცემლობა, მაგრამ ქალაქის ერთმა დიდგვაროვანმა, რომელიც თავგამოდებული კერპთაყვანისმცემელი იყო, ლოცვის დროს მოკლა იგი. ქალაქის მთავარმა დასაჯა ბოროტმოქმედი, წმინდანის სხეული კი დიდი პატივით დაასვენეს კიდობანში, რომ ყველას მფარველი და დამხმარე ყოფილიყო.
სომხური სამოციქულო ეკლესია წმინდა კლემენტ პატრიარქისა და წმინდა ბაგრატ ტავრომენელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს ორმოცდაათდღიანი მარხვის პირველი კვირა დღის მომდევნო ხუთშაბათს.