Материалы

ჯვართამაღლება

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-09-15

ჯვართამაღლება სომხური ეკლესიის ხუთი ძირითადი დღესასწაულებიდან ბოლოა. იგი ჯვრისადმი მიძღვნილი დღესასწაულებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან მიძღვნილია ტყვეობიდან ჯვრის დაბრუნებისადმი და დიდების ხსოვნისადმი. სომხურ ეკლესიაში ჯვართამაღლებას აღნიშნავენ 11-17 სექტემბრის პერიოდში, კვირა დღეს. წმინდა ჯვარი აღინიშნება უფლის ხის ჯვრის ხსენებისთვის, სპარსული ტყვეობიდან იერუსალიმში დაბრუნდების და გოლგოთაში დადგმისთვის. აქედან მოყოლებული დღესასწაულს ჯვართამაღლება უწოდებენ.

614 წელს სპარსეთის მეფე ხოსროვი თავს ესხმის იერუსალიმს, ანადგურებს მას, დიდი რაოდენობით ტყვეები აჰყავს. როგორც უპატივცემლობა ქრისტიანებისადმი, წმინდა აღდგომის ტაძრიდან სპარსეთში მიაქვს უფლის ხის ჯვარი. სპარსეთში ხის ჯვრის წყალობით ბევრი ქრიასტანულად მოინათლა. ხის ჯვარი ტყვედ რჩება 14 წლის განმავლობაში. 628 წელს, ბიზანტიის მეფე ჰერაკლი დიდი ქრისტიანული ჯარით სპარსელებს თავს ესხმის, ანთავისუფლებს წმინდა ჯვარს და უბრუნებს ძველ ადგილსამყოფელს. როგორც ისტორიული მოწმობა, აღვნიშნოთ, რომ სომეხმა ხალხმაც შეიტანა წვლილი ჯვრის განთავისუფლებაში. მეფეს სამხედრო დახმარება აღმოუჩინა ბერძნული მხარის სომხურმა ჯარმა, მჟეჟ გნუნის ხელმძღვანელობით.

ჯვარი იერუსალიმში გადაიტანეს მცირე აზიის გავლით, ბუნებრივია, რომ იგი ისტორიული სომხეთით უნდა ყოფილიყო გადატანილი. მორწმუნეთა ჯგუფი კვეთს ქალაქ კარინს (ერზრუმი), ხოლო კარნო მთების ერთ-ერთ ძირში, სადაც ჯვარი დაიდგა, სუფთა წყარო ამოვიდა, სადაც ხაჩავანქის ეკლესია აშენდა. მეფემ ხის ჯვარი სიწმინდით, სამი წლის განმავლობაში კ. პოლისში შენახვის შემდეგ, პირადად, ეტლში დაჩოქილი, ხელში დაჭერილი, იერუსალიმში წაიღო და მხარზე დადებული გოლგოთას მწვერვალზე აიტანა, ავიდა წმინდა აღდგომის ტაძარში, ყველა ქრისტიანის თვალწინ. იმ დროიდან საბოლოოდ დამტკიცდა და დაიწყო დიდი ზეიმით ჯვრის ამაღლების ხსენების, ჯვართამაღლების აღნიშვნა.

როგორც ცნობილია, ჯვარი, ძველად ტანჯვის ინსტრუმენტს წარმოადგენდა. როდესაც იესო ჯვართ აცვეს, იმ ხის ჯვარმა შეწყვიტა ტანჯვის ინსტრუმენტად ყოფნა. ჯვარი გახდა ხსნის საშუალება, ქრისტეს სიყვარულის გამოვლენა, რადგან სიყვარული, ნიშნავს მსხვერპლის გაღებას. სიყვარული მხოლოდ გრძნობა არ არის, სიყვარული ცხოვრება და საქმეა. და ქრისტეს ჯვართცმა ზუსტად ამ სიყვარულის გამოვლენა იყო. ჯვარი დღეს ჩვენთვის ხნის საშუალებაა, აღდგომის სიმბოლო, დაცვის ძალა, მონანიების სამსხვერლო, განკურნების წყარო.

ჯვართამაღლების დღესასწაულს ჩვენთვის უპირველეს ყოვლისა նորոգվելու მნიშვნელობა აქვს. შემთხვევით არ იყო, რომ სამი ჯვარი (ერთი ქრისტესი, ორი ავაზაკების) გარდაცვლილ ადამიანებზე დადებით აღმოაჩინეს მაცხოვრს ხის ჯვარი, რადგან სიკვდილის ეს ინსტრუმენტი ქრისტემ წმინდა სისხლით მიიღო նորոգելու, განკურნის და հարություն տալու զորություն. ქრისტემ ჯვარზე სიკვდილით დაძლია ადამიანებისთვის საშიში სიკვდილი და გაანადგურა სატანის თავი.

გრიგორ ტათევაცის თანახმად, ჯვარი გახდა ზეცის და დედამიწის შორის არსებული უფსკრულის დამაკავშირებელი ხიდი, „სამოთხის კარის გამხსნელი და ზეციური სამეფოს როგორც მემკვიდრეობის მომცემი“. ჯვრის ამაღლებით შეშინდა სატანა. ჯვრის ამაღლებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა ქრისტეს გამარჯვება სიკვდილის წინააღმდეგ, ჯოჯოხეთის და ყველა მათი, ვინც პატივს არ სცემდა უფლის ჯვარს.

ხალხი ჯვართამაღლებაზე უამრავ ուխտագնացություններ განახორციელებს. ზოგ ადგილებში ადამიანები თვითონ ამზადებენ ჯვარს და რთავენ მას ფერადი ყვავილებით, განსაკუთრებით რეჰანით. ხალხი რეჰანს ჯვრის ყვავილად მიიჩნევს.

საერთო ჯამში, ჯვართამაღლება ან „სრბხაჩი“ შემოდგომის დასაწყისის აღმნიშვნელი მხიარული დღესასწაულია. დღესასწაულის წინა დღეს, შაბათს, მანდილოსნები ნამცხვრებს აცხობენ, მამაკაცები კი ბატკანს კლავენ და გოროვის ამზადებენ. ხალხური ტრადიციის მიხედვით, ბატკანის ხორცი და მარცვლეულობის ფლავი ამ დღის განსაკუთრებული საჭმელია, რომლის გარეშეც დღესასწაული სრულყოფილი ვერ იქნება.

ჯვართამაღლების შემდეგი დღე მიცვალებულთა ხსენების დღეა. ამ დღეს ეკლესიებში წმინდა ლიტურგია აღავლინდება, დაკრძალვის ცერემონია სრულდება, რომლის შემდეგაც მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են