Материалы

დიდი ხუთშაბათი

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-03-28

ვნების შვიდეულის ხუთშაბათი დღე, ე.წ. "დიდი ხუთშაბათი",   დიდი ხუთშაბათის მსახურებაზე იესო ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხთა ბანვას, საიდუმლო სერობას, გეთსამანიის ბაღში იესო ქრისტეს ლოცვას და იუდას მიერ მის გაცემას ვიხსენებთ. უფალმა ზიარების საიდუმლო სწორედ ამ დღეს, სერობის ჟამს, დაადგინა. ყველა ქრისტიანი უნდა ეცადოს, რომ დიდ ხუთშაბათს უზიარებელი არ დარჩეს. უფლის მაგალითით, მღვდელი ეკლესიის საკურთხეველზე მუხლმოდრეკილი ფეხებს ჰბანს 12 ბავშვს ან ეკლესიის მსახურებს და ზეთს სცხებს მათ.

დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, რომლის დროსაც   სახარებიდან ამოკრებილი  ნაწყვეტები იკითხება.  

არსებობს ძველი ტრადიცია, რომლის თანახმადაც, სანთელი, რომელიც  სახარების კითხვისას ხელში გვეჭირა, ასევე ანთებული უნდა წავიღოთ სახლში.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են