წმ. გევორგ მეომარის, ადოკტოსის და რომანოს ერგეცოღის ხსენების დღე
- მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-09-28
წმ. გევორგი კაპადოკიელი ღვთისმოსავი ქრისტიანი ოჯახის ვაჟია. იგი მსახურობდა რომაულ ჯარში, სადაც გამოიჩინა გამბედაობა და ერთგულება და მოკლე დროში კაპიტანის სტატუსი დაიმსახურა. მეფის მიერ მოწვეულ კრებაზე დაუპირისპირდა ქრისტიანების განდევნის მის გეგმას და გამოვლინა მისი ქრისტიანობა.
გაკვირვებული და შეშფოთებული მეფე წმინდანს ციხეში სვამს და ტანჯვისთვის წირავს. წმ. გევირგის ქადაგებებების დამსახურებით, ბევრმა შეიცვალა რწმენა, მათ შორის დედოფალი ალექსანდია. ერთ ჯადოქარს ორ ჭიქა წამალს უკვეთავენ წმინდანის უკან დასაბრუნდებლად. პირველი ჭიქის დალევის შემდეგ, წმინდანს უნდა შეეცვალა აზრი, ხოლო მეორეს შემდეგ უნდა მომკვდარიყო. თუმცა გევორგი ღმერთის მიერ ნაქონი რწმენის დამსახურებით ორივე ჭიქას სვამს და ყველას გასაკვირვად, ცოცხალი რჩება. საბოლოოდ იგი თანხმდება კერპებისთვის მსხვერპლშეწირვას. თუმცა გზად ყველა კერპს ანგრევს და აჩვენებს მათ სიყალბეს. ამ გამბედავი საქციელის გამო დიოკღეტიანოს მეფე 303 წელს წმ. გევორგის თავის მოკვეთის განკარგულებას იძლევა.
ადოკტოსი შეიწირა 320 წელს, სომხურ მელიტენეში, მაქსიმიანოსის დროს. ეფეოსში სახელმწიფო პირი იყო. მას არ უნდოდა თავისი ქალიშვილის, კალისთენეს დაქორწინება წარმართულ ტრადიციების მიმდევარ მეფეზე და ქალიშვილი აღმოსავლეთში წაიყვანა. რადგან იგი ქრისტიანი იყო, მეფის განკარგულებით დაკარგა სტატუსი და სიმდიდრე და მელიტენეში განიდევნა. კოსტანდინოს მეფის და კოსტანცა, იცავს კალისთენეს, რომელსაც მამის წმინდა ნაწილები ეფესოსში გადააქვს, სადაც შემდგომში წმინდანის საფლავზე სამლოცველო აშენდება.
რომანოს ერგეცოღი ითვლება საგალობლების კანონების შემქმნელი. იგი იყო დეკანოზი კ. პოლისის წმ. სოფია ეკლესიაში. წმ. ღვთისმშობელი მას სიზმრად მოევლინა და მისცა ფურცელი, უბრძანა მისი ჭამა, რის შემდეგაც რომანოსმა მიიღო საგალობლების წერის და შესრულების განსაკუთრებული ნიჭი. გარდაიცვალა 556 წელს.