Материалы

პატრიარქ წმინდა იოანე ოქროპირის ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2023-11-02

წმინდა იოანე ოქროპირი  ყველაზე გამოჩენილ  და ნიჭიერ  მამათაგანია, იგი დაიბადა 347 წელს ანტიოქიაში.  საფუძვლიანი განათლება მიიღო ანტიოქიის  ღვთისმეტყველების სკოლაში, რიტორიკაში დახელოვნდა ლიბიანუსის სკოლაში.   ახალგაზრდობიდან თავი მიუძღვნა განდეგილობას. 381 წელს იოანე ეკურთხა დიაკვნად წმინდა მელიტიუს ანტიოქიელის მიერ, რომელიც იმ დროს არ იყო ზიარებაში ალექსანდრიასთან და რომთან.  შემდგომ იგი ეკურთხა მღვდლად 386 წელს ევაგრეს პაულინიუსის მემკვიდრის მიერ, თითქოს იმისთვის იყო გაჩენილი, რომ შეეერთებინა ალექსანდრიისა და რომის საპატრიარქოები ანტიოქიასთან, რამაც განაპირობა პირველად 70 წლის განმავლობაში ამ სამი საპატრიარქოს გაერთიანება. ანტიოქიაში 12 წლის განმავლობაში (386-397) მან სახელი გაითქვა თავისი მჭევრმეტყველური ქადაგებებით, ოქროს ეკლესიაში, რომელიც იყო ანტიოქიის საკათედრო ტაძარი. მრევლს განსაკუთრებით მოსწონდა მისი ნიჭი ბიბლიის განმარტებებისა და მორალური სწავლების გადმოცემისას. ყველაზე ძვირფასი მისი ნაშრომებიდან არის “ქადაგებანი” სხვადასხვა თემებზე ბიბლიიდან. იგი თვითონ არ წერდა, მის ქადაგებებს მონაზვნები იწერდნენ. იგი ყოველთვის ხაზს უსვამდა მოწყალების გაცემასა და გაჭირვებულთა დახმარებას. წმინდა იოანე საჯაროდ ამხელდა სიმდიდრის მქონე ადამიანებს, ვინც არასწორად იყენებდა სიმდიდრეს მხოლოდ თავიანთი კეთილდღეობისათვის.

ეუდოკიამ, თეოფილუსმა და სხვა მისმა მტრებმა 403 წელს მოიწვიეს სინოდი, სადაც იოანე ოქროპირს ბრალად დაედო ორეგენეს სწავლების მიმართ მისი არაგულგრილი დამოკიდებულება, რამაც განაპირობა მისი გადაყენება და გაძევება. სწორედ ამ დღეს მოხდა მიწისძვრა და ხანძარი, ამიტომ იგი არ გადაასახლეს. მან იმავე სიმკაცრით განაგრძო სამეფო კარის კრიტიკა, რის გამოც 407 წელს იგი საბოლოოდ გადაასახლებენ ქალაქ კომანაში, 438 წელს წმინდანის ცხედარს დაასვენეს კონსტანტინოპოლის წმინდა მოციქულთა ტაძარში.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են