Материалы

დეკემბერი

ქრისტეს შობის მარხვის ბარეკენდანი

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-12-29

ქრისტეს შობის  მარხვის ბარეკენდანი  უცვლელად აღინიშნება 29 დეკემბერს, ანუ ქრისტეშობამდე 7 დღით ადრე.  ქრისტეშობის მარხვა მოიცავს ასევე საახალწლო დღესასწაულს 5 იანვრამდე - ქრისტეშობის ჭრაგალუიცამდე. 

წმინდა მოციქულის იაკობ ზებედესა და იოანე მახარებლის ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-12-28

წმინდა მოციქული იაკობ ზებედესი  იყო იოანე ღვთისმეტყველის უმცროსი ძმა და ზებედასა და სალომეას შვილი. სალომეა კი იყო ღვთისმშობლის ბიძაშვილი. იაკობი და იოანე მოციქულები იყვნენ იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები. უფალმა მათ მოუწოდა როცა ისინი თევზაობდნენ (მათ.4:21-22). იაკობ მოციქული დაესწრო ფერისცვალებას, იაირის ქალიშვილის განკურნებას. (მათ.20:26-28). როდესაც სამარიტელნი უარს აცხადებენ  ზეციური მოძღვრის  მასპინძლობაზე, წმინდა იაკობი,   ძმასთან ერთად სთხოვს იესოს, რომ  ელია წინასწარმეტყველის მსგავსად  ზეციდან  ცეცხლი დაეყარა.    მაგრამ ქრისტემ შეჰრისხნა მათი ქცევა და მათ უწოდა „ბანერეგოსი“, რაც ნიშნავს    "ძენი ქუხილისანი" (მარკოზი 3:17).

იგი არის ერთადერთი მოციქული, რომლის სიკვდილის შესახებ  დაიწერა წიგნში "მოციქულთა საქმენი“. იერუსალიმში იუდეველებმა ჰეროდე აგრიპას ურჩიეს, შეეპყრო იაკობ მოციქული და სიკვდილით დაესაჯა.  მოწამებრივად აღესრულა იერუსალიმში, იგი მახვილით განგმირა ჰეროდემ. ამ მოციქულის სახელი   მჭიდროდ უკავშირდება იერუსალიმის სომეხთა საპატრიარქოს. გადმოცემის თანახმად, წმინდა იაკობის თავი მიაქვთ უფლის ძმა იაკობ მოციქულთან, ვინც იგი დაკრძალა მისი სახლის ბაღში.    მოგვიანებით იმ ადგილას აშენდა წმინდა იაკობის საკათედრო ტაძარი. 

წმინდა  იოანე მოციქული მეოთხე სახარების, სამი წერილის და წიგნის -  "გამოცხადების" - ავტორია. იესომ მას მიანიჭა ტიტული  „საყვარელი მოწაფე“ .  იესოს იმდენად უყვარდა და ენდობოდა მას, რომ ჯვარცმის დროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მის მზრუნველობას მიანდო. გარდაიცვალა   100 წელს  ეფესოში, 95 წლის ასაკში.

სომხური  სამოციქულო ეკლესია წმინდა იაკობ   მოციქულისა და  იოანე მახარებლის ხსენების დღეს   აღნიშნავს ქრისტეშობის წინა დღესასწაულების დროს.  

წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულების ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-12-26

წმინდა პეტრე მოციქული, ანდრია პირველწოდებულის ძმა, გამორჩეულია მოწაფეთა შორის, რადგან პავლესთან ერთად იგი პირველ-მოციქულია, ანუ მოციქულთა თავი. სანამ ქრისტეს ქადაგებას შეუდგებოდა, მას სიმონი ერქვა, ხოლო პეტრე მას თვით უფალმა დაარქვა მისი მტკიცე რწმენისა და საღმრთო გულმოდგინებისათვის.

იგი იყო ძე იონასი, სიმონის ტომიდან, და დაიბადა გალილეის პატარა და ნაკლებად ცნობილ ქალაქ ბეთსაიდაში. ცოლად ჰყავდა წმინდა მოციქულ ბარნაბას ძმის - არისტობულეს ასული, რომლისაგანაც ქალ-ვაჟი ჰყავდა და სახლობდა კაპერნაუმში (1კორ.9:5, ლუკ.4:38). ცხოვრობდა წმინდად და იყო მართალი ღმერთის წინაშე, ოჯახს კი მებადურობით არჩენდა, რომელსაც თავის ძმასთან ერთად იქვე გალილეის ზღვაში მისდევდა. მისი ცხოვრების ნაწილი აღწერილია ახალი აღთქმის სახარებებსა და მოციქულთა საქმეში, ნაწილი კი წმინდა მამათა გადმოცემებში. წმინდა პეტრე განსაკუთრებით ცნობილია იმ  ევანგელური ეპიზოდიდან, როცა მან ირწმუნა ქრისტე,   როგორც ცოცხალი ძე ღვთისა და იესო ადასტურებს, რომ ქრისტემ,   როგორც სამყაროს  მხსნელმა  ღვთის ძემ, უნდა ააშენოს მისი ეკლესია (მათე 16:15-19).

იესოს დაპატიმრების ღამეს წმინდა პეტრემ   სამჯერ უარყო იგი, მაგრამ   მოგვიანებით მოინანია.   სულთმოფენობის შემდეგ მან შეკრებილებს  განუმარტა მომხდარის აზრი და ისაუბრა მკვდრეთით აღმდგარ იესოზე.  მეფე ჰეროდემ დააპატიმრა იგი, მაგრამ ის   სასწაულებრივად გათავისუფლდა ციხიდან. გადმოცემის თანახმად, იგი წამებულ იქნა რომში, თავდაყირა ჯვარს აცვეს.   

წმინდა პავლე უფლის მე-13 მოციქულია. „საქმე მოციქულთას“ მიხედვით, პავლე დაიბადა ქ. ტარსუსში (კილიკია), რომაული მოქალაქეობის მქონე წარჩინებული ებრაელის ოჯახში, ახ. წ. I საუკუნეში. საღვთისმეტყველო განათლება მიიღო იერუსალიმში ფარისეველ გამალიელის სკოლაში. სავლე თავდაპირველად აქტიურად მონაწილეობდა ქრისტიანთა დევნაში. დამასკოს გზაზე მას გამოეცხადა ნათლით მოსილი უფალი იესო ქრისტე და ჰკითხა „საულ, საულ, რაისა მდევნი მე?”. ამ სასწაულის შემდეგ სავლე დაბრმავდა. მოგვიანებით მოციქულმა ანანიამ უფლის ნებით მოძებნა სავლე, მონათლა და თვალები აუხილა. ანანიამ მას სახელი შეუცვალა და დაარქვა პავლე.

ამ სასწაულის შემდეგ პავლე მოციქულმა იწამა ქრისტე და ქრისტიანობის აქტიური მქადაგებელი გახდა. ქრისტიანული რწმენის გასავრცელებლად სამჯერ იმოგზაურა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ქვეყნებში — არაბეთიდან ესპანეთამდე. არაბეთიდან წმიდა პავლე იერუსალიმში ჩავიდა წმინდა პეტრე,  იაკობ და იოანე მოციქულებთან, იქიდან კი - ქალაქ ტარსუში, სადაც ბარნაბა მოციქულთან ერთად მთელი წელიწადი გაატარა საეკლესიო საქმეების მოწესრიგებაში.

იგი მონათლა ანანია მოციქულმა. გადმოცემის თანახმად, იგი აწამეს რომში, ნერონის დროს თავი მოკვეთეს. სომხური სამოციქულო ეკლესია წმინდა პავლე და წმინდა პეტრე მოციქულების ხსენების დღეს აღნიშნავს ქრისტეშობის წინა დღესასწაულების დროს.

წმინდა სტეფანე პირველმოწამის ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-12-24

წმინდა სტეფანე პირველდიაკონი და პირველმოწამე   იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ქრისტესთვის სიცოცხლე გასწირა. ისტორიული ცნობების თანახმად, იგი იუდას სამეფო დინასტიის შთამომავალია. ქრისტე ღმერთის საგვარეულოდან კანონმორჩილი მშობლების შვილია. ჯერ კიდევ ჭაბუკი მსახურობდა კაიაფა   მღვდელმთავართან. მის სახლში წაყვანის დროს  წმინდა სტეფანემ ზეციურ მასწავლებელს ფეხქვეშ დაუფინა თავსაბურავი, ამით  გამოხატა თავისი  გულწრფელი და ერთგული სიყვარული. ამან აღაშფოთა მღვდელმთავარი,   რომელმაც გააგდო იგი. წმინდა სტეფანემ იხილა უფლის სიკვდილი და დაკრძალვა, მაგრამ მოციქულებთან ერთად  აღფრთოვანდა   ღვთის სასწაულებრივი აღდგომით.

სომხური ეკლესიის   ვარდაპეტის, გრიგოლ ტათევაცის თანახმად,  წმინდა სტეფანე მიდის წმინდა პეტრე და წმინდა იოანე მოციქულებთან. ნათლობის დროს წყალზე ჩნდება  სინათლის გვირგვინი.   ამ საოცარი მოვლენის შემდეგ  უწოდეს მას „სტეფანე“, რაც „გვირგვინოსანს“ ნიშნავს. სულთმოფენობის შემდეგ მოციქულები ქრისტეს მიმდევრებს  ემსახურებიან, მათ შორის წმინდა სტეფანეც, ღვთისაგან მინიჭებული მადლით ხალხში სასწაულებს ახდენს.  წმინდა მოციქულთა მიერ იგი ხელდასხმულ იქნა დიაკვნად. არაკეთილმოსურნეებმა კი დაარწმუნეს ხალხი, ვითომ სტეფანე  აგინებდა უფალსა და წმინდა მოსე წინასწარმეტყველს.  ის სასამართლოში წაიყვანეს.

წმინდა სტეფანე თავდასაცავ გამოსვლაში დამსწრეებს უმტკიცებდა,  რომ  იესო იყო აღთქმული მესია, იუდეველებს კი საყვედურით მიმართავდა. ქალაქგარეთ ის ჩაქოლეს, ტანსაცმელი კი დაუდეს ერთ ახალგაზრდას, სახელად სავლეს. სავლე იყო წმინდა პავლე მოციქული, ვინც თავიდან დევნიდა   ქრისტიანებს, შემდეგ მან აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი, იესო ქრისტე და სახარების დიდი მქადაგებელი გახდა.

გადმოცემის თანახმად, წმინდა პავლე მოციქულის მასწავლებელმა გამაყიელმა და მისმა ძმამ, რომლებიც ფარულად ქრისტეს მოსწავლეები იყვნენ, წმინდანი დაკრძალეს მათ აგარაკში. წმინდა სტეფანეს წმინდა ნაწილები შემდგომში აღმოაჩინა ლუკიანე მღვდელმა,  იერუსალიმის იოანე პატრიარქმა დაასვენა სიონში. V საუკუნეში აღმოაჩინეს იერუსალიმში  და გადაასვენეს ვენეციაში, დაასვენეს წმინდა გიორგის კუნძულის მთავარ საკათედრო ტაძარში.   

სომხური სამოციქულო ეკლესია წმინდა სტეფანე პირველმოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს ქრისტეშობის წინა დღესასწაულების დროს.

წმინდა დავით წინასწარმეტყველის და წმინდა იაკობ მოციქულის (უფლის ძმის) ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-12-23

წმინდა მეფე და წინასწარმეტყველი დავითი ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ხორციელი წინაპარი იყო. იგი, იუდას ტომის ჩამომავლის, ბეთლემელი იესეს უმცროსი ძე - სიჭაბუკეში მამამისის ფარას მწყემსავდა. როცა მეფე საულმა ხელი აიღო ღვთის მცნებათა აღსრულებაზე, გულთამხილავმა უფალმა დავითი გამოარჩია სამეფოდ და წინასწარმეტყველი სამოელის ხელით სცხო მას „ზეთითა ცხებულებისა მისისაჲთა“. ფილისტიმელთა თავდასხმის დროსაც უფალი შეეწია ნეტარს და შურდულით ადვილად დაამარცხა აბჯარასხმული გოლიათი, რამაც ბრძოლის ბედი ისრაელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა. ამის შემდეგ ხალხმა ძალიან შეიყვარა წმინდანი.

წმინდა იაკობ უფლის ძმა სახარების წმინდანთა და „საქმენი მოციქულთა“ წიგნის წმინდანთა შორის დამაკავშირებელი რგოლია. იგი  იერუსალიმის   პირველი ეპისკოპოსია.  იოსებ   ებრაელმა ისტორიკოსმა მას „მართალი“ უწოდა. ისტორიული   წყაროების თანახმად, მას აიძულეს  კოშკზე ასვლა და იესოს  ცილისწამება, მაგრამ იგი საუბრობს იესო მესიის შესახებ, რომელიც ზის ღვთის მარჯვნივ და ქვეყნიერებას მოევლინება სიმართლით განსასჯელად. ბევრმა ირწმუნდა ქრისტე, მაგრამ არაკეთილმოსურნეებს წმინდანი კოშკიდან ჩამოუგდიათ. გადმოცემის თანახმად, დაკრძალულია იერუსალიმის სომეხთა  საპატრიარქოს ჰაკობიანთა მთავარ  ტაძარში. 

სომხური სამოციქულო ეკლესია წმინდა დავით წინასწარმეტყველის   ხსოვნას აღნიშნავს წმინდა იაკობ მოციქულთან ერთად,  ვინაიდან,  თუ წმინდა დავითი   ქრისტეს ხორციელი "წინაპარია",    წმინდა იაკობი    -  მისი "ძმა" და ნათესავია. ამ ორი წმინდანის ხსენებას  ერთად აღნიშნავენ ქრისტეშობის წინა დღესასწაულების დროს.

წმინდა აბგარ პირველ მოწამის და ქრისტეს მორწმუნე ჩვენი პირველი მეფის ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-12-21

გადმოცემის თანახმად, წმინდა აბგარი პირველი საუკუნის პირველი   ქრისტიანი მეფეა, პართევ არშაკუნიანთა არშამის ვაჟი. მას უწოდებდნენ  „ხუცეს კაცს“, ვინაიდან   იყო ბრძენი და გენიალური ადამიანი. მის შესახებ წერდნენ მოვსეს ხორენაცი, მოვსეს  ასურელი და ბერძენი   ისტორიკოსები.

მეფე აბგარმა ედესა  ქალაქი გააშენა იქ, სადაც   სომხური ჯარი  იცავდა   ევფრატის  დელტას რომაელებისაგან. შემდეგ მეფე აბგარმა მწბინიდან ედესაში გადაიტანა   სამეფო კარი, ყველა კერპი.  მისი მეფობის დროს მოევლინა სამყაროს მაცხოვარი იესო ქრისტე. როცა გაიგო  იესოს სასწაულებისა და სასწაულმოქმედებების შესახებ,  აბგარმა   ირწმუნა იესო და   წერილი-თხოვნა   გაუგზავნა იერუსალიმში  -  მაცხოვარს, რომ იგი მოსულიყო და განეკურნა იგი.

ამ დროს მეფე აბგარი მძიმედ იყო  ავად. საპასუხო წერილში ეწერა, რომ ქრისტეს იერუსალიმში ჯერ საქმეები ჰქონდა დაუმთავრებელი, მის სამკურნალოდ კი აუცილებლად გამოგზავნიდა თავის მოწაფეს. მაცხოვრის ამაღლების შემდეგ წმინდა თადეოზ მოციქული ედესაში ჩამოვიდა, განკურნა აბგარი, ქალაქის ყველა ავადმყოფი და სნეული, იქადაგა სახარება და მისი  საქმის გამგრძელებლად დანიშნა ადე მეაბრეშუმე. იესომ წმინდა აბგარს გაუგზავნა ასევე თავისი ხელთუქმნელი ხატი, რომელიც  დიდხანს ინახებოდა ედესაში, შემდეგ - სხვადასხვა ეკლესიაში. ამ ყველაფრის შემდეგ წმინდა მეფე აბგარმა    წერილები მისწერა იმპერატორ  ტიბერიუსს,   ასურეთის მეფე ნერსეს და მათ მოუწოდებდა, რომ ეღიარებინათ  იესო ქრისტე, როგორც მხსნელი და ღმერთი. სავარაუდოდ, წმინდა აბგარი გარდაიცვალა   პირველი საუკუნის პირველ ნახევარში. 

წმინდა ეგნატეს, წმინდა ადე პატრიარქისა და წმინდა მარუთას ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-12-16

წმინდა ეგნატე  ანტიოქელს   „ღმერთშემოსილს“ უწოდებენ ,   ნეტარი სწორედ ის ყრმა იყო, რომელიც მაცხოვარმა მოწაფეებს შორის დააყენა და თქვა: „უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მთ. 18,3). მოგვიანებით ეგნატე წმინდა   პეტრესა და იოანე ღვთისმეტყველს დაემოწაფა და მოციქულთა კრების გადაწყვეტილებით, ანტიოქიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი.  წმინდანი ანტიოქიის მეორე მღვდელმთავარი იყო   და აღმოსავლეთში სარგებლობდა დიდი რეპუტაციით.   107  წელს იმპერატორმა ტრაიანემ   ბრძანა  მთელს ქვეყანაში წარმართული მსხვერპლშეწირვები გაემართათ, ქრისტიანები კი, რომლებიც კერპების თაყვანისცემაზე უარს განაცხადებდნენ, დაეხოცათ.  ტრაიანე ბევრს ეცადა, კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე დაეყოლიებინა ნეტარი, მაგრამ ვერაფერს გახდა. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, წმინდა ეგნატე რომში ლომებისთვის მიეგდოთ დასაგლეჯად. მღვდელმთავარი მშვიდად შეხვდა განაჩენს.  ეს დაახლოებით 113-117 წლის განმავლობაში   მოხდა.

წმინდა ადე პატრიარქი (I საუკუნე) იყო ედესის ეპისკოპოსი, ხელდასხმულ იქნა წმინდა თადეოზ მოციქულის მიერ. იგი აწამეს წარმართი მეფის ბრძანებით პირველი  საუკუნის მეორე მეოთხედში. 

წმინდა მარუთა იყო  მეოთხე ჰაიქის ქალაქ  ნფრკეტის ეპისკოპოსი.   მამამისი სირიელი იყო, დედა - სომეხი.   დიდი რეპუტაციით სარგებლობდა სპარსეთსა და ბიზანტიაში.  მონაწილეობდა 381 წელს კონსტანტინოპოლის II მსოფლიო საეკლესიო კრებაზე.  როგორც იმპერატორი თეოდოსის ელჩი ორჯერ მივიდა სპარსეთის მეფე იეზდიგერდთან - ქრისტიანთა წინააღმდეგ   დევნის შეწყვეტის მიზნით. იგი გარდაიცვალა   422 წელს.

პატრიარქ წმინდა იაკობ მწბნელის, წმინდა მარუგე განდეგილის და წმინდა მელიტე ეპისკოპოსის ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-12-14

პატრიარქი წმინდა იაკობ მწბნელი მსოფლიო ეკლესიის   ერთ-ერთი თაყვანსაცემი და საყვარელი წმინდანია. მრავალი სასწაულის მოხდენისათვის  მას უწოდებენ  „საკვირველთმოქმედს“. ისტორიული ცნობების თანახმად,  იაკობი პართელთა საგვარეულოდანაა და ჩვენი პირველი კათოლიკოსის წმინდა გრიგოლ განმანათლებლის მამიდაშვილია.  როდესაც ანაკ პართევის   ოჯახი განადგურდა,  ძიძებმა პატარა   სურენი და იაკობი გაიტაცეს კესარიაში, სადაც ისინი აღიზარდნენ ქრისტიანული სულისკვეთებით. მალევე, ბავშვი მის დასთან - საკდენისთან ერთად გადავიდა   სპარსეთში და გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრობდა სამეფო კარზე. მაგრამ მან დათმო სამეფო კარის  ფუფუნება და განდეგილი ცხოვრება დაიწყო. შემდეგ    წავიდა მწბინში, შეხვდა მარუგე განდეგილს, რომელიც ცნობილი იყო ასკეტური ცხოვრებით. მისგან შეიტყო, რომ  მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა  ადამიანმა აღიარა ქრისტიანობა,    ისინი სკეპტიკურად არიან განწყობილნი და ეჭვქვეშ აყენებენ  ნოეს კიდობანის არსებობას. მათ გადაწყვიტეს მთაზე ასვლა,  კიდობნის ნახვა და ერთი ნაწილის ჩამოტანა.

მიუხედავად მისი მტკიცე ნებისა, მან ვერ   შეძლო  არარატის მთის მწვერვალამდე  მიღწევა, ბევრი წვალების შემდეგ წათვლიმა, სიზმარში მას   ანგელოზი ეწვია და  თავქვეშ ამოუდო კიდობნის ერთი წმინდა ნაწილი. 

გადმოცემის თანახმად, იმ ადგილას, სადაც იაკობი იწვა,  ცივი წყარო გაჩნდა, რომელსაც     სასწაულებრივი სამკურნალო თვისებები ჰქონდა, წყაროს გვერდით კი შემდგომში   წმინდანის სახელობის ეკლესია   აშენდა. ნოეს კიდობნის ეს წმინდა ნაწილი დღემდე ინახება მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში.  წმინდა იაკობმა მონაწილეობა მიიღო 325 წლის ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრებაში.

მან ცხოვრების მანძილზე მრავალი სასწაული მოახდინა. გარდაიცვალა   350 წელს.

წმინდა მელიტე ეპისკოპოსი  დაიბადა ქალაქ მელიტინეში,   358 წელს იყო ქალაქ სებასტიის ეპისკოპოსი, 360 წელს -  ანტიოქიის.    იგი  ებრძოდა არიანელებს, თავმჯდომარეობდა  381  წლის კონსტანტინეპოლის მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებას, გარდაიცვალა კრების დასრულებამდე. 

წმინდა კორნელიოს ასისთავის, ქრისტეს ნათესავი წმინდა სიმონის, ზმურნიის პატრიარქის პოლიკარპესა და აღმოსავლეთის წმინდა მოწამეთა ხსენება

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-12-10

წმინდა კორნელიოსი დაიბადა კესარიაში,  იგი იტალიური ლეგეონის ასისთავი იყო,   მან ირწმუნა ქრისტე და გახდა ნამდვილი ქრისტიანი. ის და მისი ოჯახის წევრები  მონათლა წმინდა პეტრე მოციქულმა.  სამართლიანობისათვის  მას „მეორე აბრაამი“ უწოდეს.  მას იერუსალიმში ბევრი უქადაგია, სასწაულები მოუხდენია. ღრმა მოხუცებულობაში დევნიდნენ, შემდეგ აწამეს კიდეც.  ავადმყოფები წმინდანის საფლავზე მისვლით განიკურნებიან. 

წმინდა  სიმონი მამა იოსების ძმისშვილი იყო.  იაკობის სიკვდილის შემდეგ 65 წელს იგი გახდა იერუსალიმის პატრიარქი.  ტრაიანეს დროს მას დევნიდნენ.  120 წლის ასაკში იგი ჯვარს აცვეს იერუსალიმში.

წმინდა პოლიკარპე   დაიბადა 70 წელს. წმინდა მახარებლის  მოწაფე იყო. მისი სახელი ბერძნულ ენაზე  ნიშნავს "მრავალნაყოფიანს".  96 წელს წმინდა პოლიკარპე     წმინდა იოანე მახარებლის მიერ ხელდასხმულ იქნა ზმურნიის ეპისკოპოსად.  წმინდა პოლიკარპე  უკომპრომისოდ იბრძოდა   მწვალებლობის წინააღმდეგ. ბიზანტიის იმპერატორმა ის დააპატიმრა და აიძულა   ქრისტეს სჯულის უარყოფა.  მან  უპასუხა, რომ 80 წლის განმავლობაში   ემსახურებოდა  ქრისტეს და უამრავ სიკეთე მიიღო მისგან, ამიტომ  ვერ  უარყოფს მას. 166 წელს მას  ხელები და ფეხები შეუკრეს  და დაწვეს.  ჩვენამდე მოაღწია წმინდა პოლიკარპესგან ფრიგიელებისადმი მიწერილმა წერილმა, რომელიც წამებული ქრისტიანების პირველი წერილობითი ცნობაა.

მის სიცოცხლეში ზმურნიაში იყო ჩასული 12  აღმოსავლელი მოწამე. ისინი იმავე პერიოდში იყვნენ წამებული. იმპერატორმა მოწამეები მხეცებს მიუყარა.

წმინდა ანას მიერ ყოვლადწმინდა მარიამ ღვთისმშობლის მუცლად–ღება

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-12-09

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაბადება არ არის აღწერილი ბიბლიაში, ის ჩვენ გადმოგვეცა ეკლესიის უწმინდესი გადმოცემით. ქალწულის მშობლებს - იოაკიმეს და ანას შვილი არ უჩნდებოდათ, ვინაიდან იოაკიმე უშვილო იყო. ერთხელ ანა ბაღში გავიდა სალოცავად. დაფნის ხის ძირას მჯდარი არ წყვეტდა ტირილს და ლოცულობდა შეურყეველი რწმენით, რომ ღმერთი ძლიერია და კაცთაგან შეუძლებელს შეძლებს.   ცაში ჩიტებსა და მიწაზე მხეცებს ნაყოფიერება მიეც, უფალო მიწაც დროულად აღმოაცენებს თესლსა და ყველაფერი ეს შენი კურთხევით ხდება! მხოლოდ მე ვარ ველი უნაყოფო, უსიცოცხლო და აღმოუცენებელი. მომხედე, უფალო, და ისმინე ჩემი ლოცვა!"

უცებ მის წინაშე ღვთის ანგელოზი წარსდგა და უთხრა: ,,ანა, უფალმა ისმინა შენი ლოცვები. შენ გეყოლება შვილი. შენი ასულის სახელი იქნება მარიამი და კაცობრიობა ხსნას მის მიერ მიიღებს." ანამ  იერუსალიმისაკენ ისწრაფა, რათა უფლისათვის დიდება და მადლობა შეეწირა.

ანგელოზი მართალ იოაკიმესაც გამოეცხადა, რომელიც სალოცავად იყო უდაბნოში და უთხრა: ,,უფალმა შეიწყნარა შენი ლოცვა. შენი ცოლი შობს ასულს, რომელიც ყველას სიხარულს მოუტანს, წადი იერუსალიმში და იქ ოქროს ჭიშკართან იპოვი ცოლს შენსას, რომელსაც მე ეს უკვე ვაცნობე".

იოაკიმე და ანა შეხვდნენ ერთმანეთს, ღვთის ტაძარს ერთად შესწირეს სამადლობელი მსხვერპლი და სახლშიც ერთად დაბრუნდნენ იმის ღრმა რწმენით, რომ მიიღებდნენ ღვთისგან აღთქმულს.   

ანა დაფეხმძიმდა და ქალიშვილი ეყოლა. ანგელოზის მითითებით ახალშობილს მარიამი დაარქვეს, რომელიც  განათლებულს ნიშნავს. მას კურთხეული და მომადლებული ეწოდა იმ დღიდანვე, როდესაც ქვეყნიერების მხსნელი ჩაისახა.

ანა იყო ის რჩეული, ვისაც მისი სათნოებისთვის ღმერთმა  უფლის დედობა დაავალა.  იგი    სათნო, ღვთისმოსავი, მზრუნველი დედის, ოჯახური სიწმინდის  განსახიერებაა, რომელიც ყველა სომეხი დედისთვის, ყოველი სომეხი გოგონასთვის მაგალითი უნდა იყოს. სომხური ეკლესია წმინდა ანას მიერ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მუცლად–ღების დღესასწაულს უცვლელად აღნიშნავს 9 დეკემბერს.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են