- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-09-30
წმ. დავით დვინელი 701 წელს, სომხეთში გამოემშვიდა სამყაროს. სამეფო ტომებიდან იყო, ყოფილი სახელი - სურჰან. მამამისი მუსლიმი იყო, დედა ქრისტიანი. იგი მსახურობდა არაბულ ბანაკში. სომხეთში მოსვლის შემდეგ ქრისტე იწამა და მოითანლება ანასტას კათოლიკოსის მიერ, ნათლობის სახელი - დავით. 30 წელი ცხოვრობდა დვინში, ამიტომ მას უწოდებენ დვინელს. იმ დროს არაბი პოლიციელი აბდულაჰი ქრისტიანებს დევნიდა. დავითი დაიბარა და მოუწოდა ყოფილი რწმენა დაებუნდებინა. მან უარყო ქრისტეს ღალატი და აუღწერელი ტაჯვების მსხვერპლი გახდა. არაბი პოლიციელი გადაწყვიტავს წმინდანის ჯვარცმას. სიკვდილით დასჯის დროს დავითი მიუახლოვნება ხის ჯვარს და ნებაყოფლობით წვება მასზე. თავმოყრილი ხალხის შორის იყო ასევე მისი ცოლი, რომელიც მეუღლეს მოუწოდებდა იესოს რწმენით ცხოვრებას. დავითი ჯვარცმეს და შუბების სროლით მოკლეს. ამატუნის ეპისკოპოსს, მუშეღ მამიკონიანს და მისი ძმას არავაზდს ჩამოაქვს მისი სხეული ჯვრიდან და კვინის სურბ გრიგორ ეკლესიასთან ამრხავენ. საგალობელში წმინდა დავით დვინელისადმი მიძღვნილი სპეციალური „მაკუნქ“ გალობა არსებობს.
ღამბეოსი და ღამბეუჰი ღვიძლი და-ძმა იყვნენ. მაქსიმიანოს მეფის დროს მოღვაწეობდნენ, ქალაქ ნიკომიდიაში. დაკავებული იყვნენ კერპებისთვის მსხვერპლის გაუღებლობის გამო და როგორც ქრისტიანები ტანჯვის შემდეგ 303 წელს გამოემშვიდობეს სიცოცხლეს.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-10-29
ყველა ქრისტიანული ეკლესია ყოველ წელს დიდი ზეიმით აღნიშნავს ჯვრისადმი მიძღვნილ დღესასწაულებს. სხვა ეკლესიებისაგან განსხვავებით, ვარაგის წმინდა ჯვრის დღესასწაული წმინდა სომხურია და აღინიშნება მხოლოდ ჩვენს ეკლესიაში. ის აღინიშნება ჯვართამაღლებიდან ორი კვირის შემდეგ, 25 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე. ისტორიკოსი აგათანგეღოსის თანახმად, ჰრიფსიმეს ხილვა ჰქონდა, მას მოევლინა ღვთისმშობელი და უთხრა, რომ წასულიყო არარატის ქვეყანაში - სომხეთში. ქალწული ვაღარშაპატში მიდის, გზაში ვარაგის მთასთან გავლისას, ჰრიფსიმემ ცხოველმყოფელი ჯვრის ერთი ნაწილი, რომელიც მემკვიდრეობით ჰქონდა და რომელსაც ყოველთვის კისერზე ატარებდა, გადასცა განდეგილებს და სთხოვა ერთ-ერთ მღვიმეში შეენახათ. ეს წმინდა ნაწილი სასწაულით იპოვეს VII საუკუნეში. მას შემდეგ, სომხური სამოციქულო ეკლესია ჯვრის დღესასწაულებს შორის იწყებს ვარაგის წმინდა ჯვრის დღესასწაულის აღნიშვნასაც.
653 წელს, როცა განდეგილი თოდიკი, მის მოწაფესთან ერთად ლოცულობდა ვარაგის მთაზე და სთხოვდა ღმერთს წყალობას, რომ ეჩვენებინა წმინდა ჯვრის ადგილი, მოულოდნელად მთის გარშემო სინათლის 12 სვეტი გამოჩნდა, მათ შორის კი ანათებდა ნათელი ჯვრის ნიშანი, რომელიც სომხეთში ჩამოიტანეს ღვთისმოყვარე ქალწულებმა. 12 დღე ეს ნათლის სვეტები ჩანდა შორეული ადგილებიდანაც. ეს სასიხარულო ამბავი გავრცელდა ყველგან.
კათოლიკოსმა ნერსეს აღმაშენებელმა და თეოდორე მთავრის ვაჟმა - ვარ სპასპეტმა ამის შესახებ რომ შეიტყვეს, წავიდნენ ვარაგის მთაზე ამ სასწაულის სანახავად. უწმინდესმა კათოლიკოსმა ხალხის მხარდაჭერით ააშენა დიდებული ტაძარი, რომელიც არის მოწმობა სასწაულისა და უწოდა სურბ ნშან. ეს წმინდა ნაწილი 1021 წლამდე დარჩა ვარაგის მონასტერში, შემდეგ სენექერიმ არწრუნიმ წმინდა ნაწილი გადააბრძანა სებასტიაში. მისი გარდაცვალების შემდეგ წმინდა ნაწილები ყოფილ ადგილზე გადაიტანეს, საიდანაც 1655 წელს გაიტაცეს ხოშაბში. 1655 წელს გაათავისუფლეს და დააბრძანეს ვანის „სურბ ტირამორის“ ეკლესიაში, რომელსაც შემდეგ გადაერქვა „სურბ ნშან“, სადაც ინახებოდა 1915 წლამდე.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-09-28
წმ. გევორგი კაპადოკიელი ღვთისმოსავი ქრისტიანი ოჯახის ვაჟია. იგი მსახურობდა რომაულ ჯარში, სადაც გამოიჩინა გამბედაობა და ერთგულება და მოკლე დროში კაპიტანის სტატუსი დაიმსახურა. მეფის მიერ მოწვეულ კრებაზე დაუპირისპირდა ქრისტიანების განდევნის მის გეგმას და გამოვლინა მისი ქრისტიანობა.
გაკვირვებული და შეშფოთებული მეფე წმინდანს ციხეში სვამს და ტანჯვისთვის წირავს. წმ. გევირგის ქადაგებებების დამსახურებით, ბევრმა შეიცვალა რწმენა, მათ შორის დედოფალი ალექსანდია. ერთ ჯადოქარს ორ ჭიქა წამალს უკვეთავენ წმინდანის უკან დასაბრუნდებლად. პირველი ჭიქის დალევის შემდეგ, წმინდანს უნდა შეეცვალა აზრი, ხოლო მეორეს შემდეგ უნდა მომკვდარიყო. თუმცა გევორგი ღმერთის მიერ ნაქონი რწმენის დამსახურებით ორივე ჭიქას სვამს და ყველას გასაკვირვად, ცოცხალი რჩება. საბოლოოდ იგი თანხმდება კერპებისთვის მსხვერპლშეწირვას. თუმცა გზად ყველა კერპს ანგრევს და აჩვენებს მათ სიყალბეს. ამ გამბედავი საქციელის გამო დიოკღეტიანოს მეფე 303 წელს წმ. გევორგის თავის მოკვეთის განკარგულებას იძლევა.
ადოკტოსი შეიწირა 320 წელს, სომხურ მელიტენეში, მაქსიმიანოსის დროს. ეფეოსში სახელმწიფო პირი იყო. მას არ უნდოდა თავისი ქალიშვილის, კალისთენეს დაქორწინება წარმართულ ტრადიციების მიმდევარ მეფეზე და ქალიშვილი აღმოსავლეთში წაიყვანა. რადგან იგი ქრისტიანი იყო, მეფის განკარგულებით დაკარგა სტატუსი და სიმდიდრე და მელიტენეში განიდევნა. კოსტანდინოს მეფის და კოსტანცა, იცავს კალისთენეს, რომელსაც მამის წმინდა ნაწილები ეფესოსში გადააქვს, სადაც შემდგომში წმინდანის საფლავზე სამლოცველო აშენდება.
რომანოს ერგეცოღი ითვლება საგალობლების კანონების შემქმნელი. იგი იყო დეკანოზი კ. პოლისის წმ. სოფია ეკლესიაში. წმ. ღვთისმშობელი მას სიზმრად მოევლინა და მისცა ფურცელი, უბრძანა მისი ჭამა, რის შემდეგაც რომანოსმა მიიღო საგალობლების წერის და შესრულების განსაკუთრებული ნიჭი. გარდაიცვალა 556 წელს.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-09-24
წმ. შუშანი ვარდან მამიკონიანის უფროსი ქალიშვილი იყო, რომელსაც თავიდან ვარდენის უწოდებდნენ, თუმცა სომეხთა ისტორიაში იგი შუშან სახელით არის ცნობილი. იგი გათხოვილი იყო ქართველ აშუშა ბდეშხის ვაჟზე, ვაზგენზე. მიუხედავად იმისა, რომ მათ 3 ვაჟი და ერთი გოგონა ჰყავდათ, მეუღლე ბდეშხად იქცა, რწმენა შეიცვალა და დაქორწინდა სპარსელ პეროზ მეფის სიდედზე. ხოლო შუშანი ეკლესიის მეზობლად ერთ პატარა სახლში, ლოცვებით ცხოვრობდა, ყოველთვის უარყოფდა თავისი მეუღლს შეთავაზებებს და მუქარებს რელიგიის შეცვლის შესახებ. წმ. შუშანი 7 წლის განმავლობაში, ყოველთვის განდევნილი იყო, ეყრდონობოდა მხოლოდ ღმერთისადმი ნაქონ რწმენას და წმ. სააკისგან (ბაბუა) მემკვიდრეობით მიღებული წმ. სახარებას. წმ. შუშანი 470 წელს თავის ემშვიდობება ცხოვრებას. ვოხტანეს ისტორიკოსის თანახმად, მისი საფლავი ცურტავაშია.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-09-23
წმ. სიმეონ სიუნიკიანცი დაიბადა 390 წელს, კილიკიაში. პატარაობიდან მოყოლებული მწყემსი იყო. ერთ დღეს ეკლესიაში შევიდა და რადგან წაკითხული სახარების მნიშვნელობა ვერ გაიგო, მიმართა ერთ მოხუცს, რომელმაც აუხსნა, რომ სიტყვა მოთმინებას ეხება, ანუ ადამიანმა განმატოვებით, შეზღუდვებით, მარხვით უნდა დაიმსახუროს ზეციური სამეფო. ამ სიტყვებზე ფიქრით, სიმეონი წავიდა სირიის ჰათის შტატში, სადაც 3 წელი მონასტერში განმარტოების შემდეგ, ღმერთისაგან ქადაგების და განკურნვის შნო მიიღო. როდესაც დაინახა, რომ ვიზიტორები და ავად მყოფი ხალხი მას ძალიან აწუხებდნენ, საქადაგებლად ღრმა ორმოს გათხარა, საიდანაც მხოლოდ თავი უჩანდა, ხოლო შემდეგ 60 მყარი სიმაღლის სვეტზე ავიდა. თავის დაფარვის საშუალების არქონის გამო, მთელი დღე მხოლოდ დამდგარი ან მუხლებზე ატარება, როგორც საკვებს კი კვირაში ერთხელ წმინდა ზიარებას იღებდა. სვეტიდან წლების მანძილზე ქადაგებდა და თავისი ლოცვებით კურნავდა უამრავ ავად მყოფ ადამიანებს.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-09-22
ეს კვირა წინ უსწრებს მარხვას, რომელიც მიძღვნილია ვარაგას მთაზე წმინდა ხის ჯვრის ნაწილის პოვნას. ტრადიციის მიხედვით, მათ ევლინებათ წმ. ღვთისმშობელი და უკვეთავს არარატის ქვეყანაში, სომხეთში გამგაზვებას. ქალწულები მოდიან ვაღარშაპატში. გზად, ვარაგა მთის კვეთისას, ჰრისფსიმე წმ. ხის ჯვრისგან ერთ ნაწილს, რომელიც მემკვიდრეობით მიითო და ყოველთვის ატარებდა, ტოვებს სომხურ მიწაზე. ეს წმინდა ნაწილი ნაპოვნი იქნა მე-7 საუკუნეში, რომლის შემდეგაც სომხური სამოციქულო ეკლესია ჯვრის დღესასწაულების რიგში, იწყებს ვარაგა ჯვრის დღესასწაულის აღნიშვნასაც.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-09-15
ჯვართამაღლება სომხური ეკლესიის ხუთი ძირითადი დღესასწაულებიდან ბოლოა. იგი ჯვრისადმი მიძღვნილი დღესასწაულებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან მიძღვნილია ტყვეობიდან ჯვრის დაბრუნებისადმი და დიდების ხსოვნისადმი. სომხურ ეკლესიაში ჯვართამაღლებას აღნიშნავენ 11-17 სექტემბრის პერიოდში, კვირა დღეს. წმინდა ჯვარი აღინიშნება უფლის ხის ჯვრის ხსენებისთვის, სპარსული ტყვეობიდან იერუსალიმში დაბრუნდების და გოლგოთაში დადგმისთვის. აქედან მოყოლებული დღესასწაულს ჯვართამაღლება უწოდებენ.
614 წელს სპარსეთის მეფე ხოსროვი თავს ესხმის იერუსალიმს, ანადგურებს მას, დიდი რაოდენობით ტყვეები აჰყავს. როგორც უპატივცემლობა ქრისტიანებისადმი, წმინდა აღდგომის ტაძრიდან სპარსეთში მიაქვს უფლის ხის ჯვარი. სპარსეთში ხის ჯვრის წყალობით ბევრი ქრიასტანულად მოინათლა. ხის ჯვარი ტყვედ რჩება 14 წლის განმავლობაში. 628 წელს, ბიზანტიის მეფე ჰერაკლი დიდი ქრისტიანული ჯარით სპარსელებს თავს ესხმის, ანთავისუფლებს წმინდა ჯვარს და უბრუნებს ძველ ადგილსამყოფელს. როგორც ისტორიული მოწმობა, აღვნიშნოთ, რომ სომეხმა ხალხმაც შეიტანა წვლილი ჯვრის განთავისუფლებაში. მეფეს სამხედრო დახმარება აღმოუჩინა ბერძნული მხარის სომხურმა ჯარმა, მჟეჟ გნუნის ხელმძღვანელობით.
ჯვარი იერუსალიმში გადაიტანეს მცირე აზიის გავლით, ბუნებრივია, რომ იგი ისტორიული სომხეთით უნდა ყოფილიყო გადატანილი. მორწმუნეთა ჯგუფი კვეთს ქალაქ კარინს (ერზრუმი), ხოლო კარნო მთების ერთ-ერთ ძირში, სადაც ჯვარი დაიდგა, სუფთა წყარო ამოვიდა, სადაც ხაჩავანქის ეკლესია აშენდა. მეფემ ხის ჯვარი სიწმინდით, სამი წლის განმავლობაში კ. პოლისში შენახვის შემდეგ, პირადად, ეტლში დაჩოქილი, ხელში დაჭერილი, იერუსალიმში წაიღო და მხარზე დადებული გოლგოთას მწვერვალზე აიტანა, ავიდა წმინდა აღდგომის ტაძარში, ყველა ქრისტიანის თვალწინ. იმ დროიდან საბოლოოდ დამტკიცდა და დაიწყო დიდი ზეიმით ჯვრის ამაღლების ხსენების, ჯვართამაღლების აღნიშვნა.
როგორც ცნობილია, ჯვარი, ძველად ტანჯვის ინსტრუმენტს წარმოადგენდა. როდესაც იესო ჯვართ აცვეს, იმ ხის ჯვარმა შეწყვიტა ტანჯვის ინსტრუმენტად ყოფნა. ჯვარი გახდა ხსნის საშუალება, ქრისტეს სიყვარულის გამოვლენა, რადგან სიყვარული, ნიშნავს მსხვერპლის გაღებას. სიყვარული მხოლოდ გრძნობა არ არის, სიყვარული ცხოვრება და საქმეა. და ქრისტეს ჯვართცმა ზუსტად ამ სიყვარულის გამოვლენა იყო. ჯვარი დღეს ჩვენთვის ხნის საშუალებაა, აღდგომის სიმბოლო, დაცვის ძალა, მონანიების სამსხვერლო, განკურნების წყარო.
ჯვართამაღლების დღესასწაულს ჩვენთვის უპირველეს ყოვლისა նորոգվելու მნიშვნელობა აქვს. შემთხვევით არ იყო, რომ სამი ჯვარი (ერთი ქრისტესი, ორი ავაზაკების) გარდაცვლილ ადამიანებზე დადებით აღმოაჩინეს მაცხოვრს ხის ჯვარი, რადგან სიკვდილის ეს ინსტრუმენტი ქრისტემ წმინდა სისხლით მიიღო նորոգելու, განკურნის და հարություն տալու զորություն. ქრისტემ ჯვარზე სიკვდილით დაძლია ადამიანებისთვის საშიში სიკვდილი და გაანადგურა სატანის თავი.
გრიგორ ტათევაცის თანახმად, ჯვარი გახდა ზეცის და დედამიწის შორის არსებული უფსკრულის დამაკავშირებელი ხიდი, „სამოთხის კარის გამხსნელი და ზეციური სამეფოს როგორც მემკვიდრეობის მომცემი“. ჯვრის ამაღლებით შეშინდა სატანა. ჯვრის ამაღლებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა ქრისტეს გამარჯვება სიკვდილის წინააღმდეგ, ჯოჯოხეთის და ყველა მათი, ვინც პატივს არ სცემდა უფლის ჯვარს.
ხალხი ჯვართამაღლებაზე უამრავ ուխտագնացություններ განახორციელებს. ზოგ ადგილებში ადამიანები თვითონ ამზადებენ ჯვარს და რთავენ მას ფერადი ყვავილებით, განსაკუთრებით რეჰანით. ხალხი რეჰანს ჯვრის ყვავილად მიიჩნევს.
საერთო ჯამში, ჯვართამაღლება ან „სრბხაჩი“ შემოდგომის დასაწყისის აღმნიშვნელი მხიარული დღესასწაულია. დღესასწაულის წინა დღეს, შაბათს, მანდილოსნები ნამცხვრებს აცხობენ, მამაკაცები კი ბატკანს კლავენ და გოროვის ამზადებენ. ხალხური ტრადიციის მიხედვით, ბატკანის ხორცი და მარცვლეულობის ფლავი ამ დღის განსაკუთრებული საჭმელია, რომლის გარეშეც დღესასწაული სრულყოფილი ვერ იქნება.
ჯვართამაღლების შემდეგი დღე მიცვალებულთა ხსენების დღეა. ამ დღეს ეკლესიებში წმინდა ლიტურგია აღავლინდება, დაკრძალვის ცერემონია სრულდება, რომლის შემდეგაც მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-09-08
წმინდა ღვთისმშობლის დაბადება ბიბლიაში არ არის აღწერილი, იგი ჩვენ გადმოგვეცა ეკლესიის უწმინდესი წესით. ქალწულის მშობლებს, ჰოვაკიმს და ანნას დიდი ხნის განმავლობაში შვილი არ უჩნდებოდათ, რადგან უკანასკნელი უნაყოფო იყო. ერთ დღეს, როდესაც ანნა ბაღში ჩადის სალოცველად, მოულოდნელად ჩნდება უფლის ანგელოზი და ატყობინებს, რომ შვილი ეყოლება, რომელსაც ყველა ერი პატივს მიაგებს. ანნა მადლობას უხდის ღმერთს, რომ მოუსმინა მისი ლოცვების ხმას და შეიცოდა იგი. იგი პირობას დებს, რომ თავის შვილს ღმერთს აჩუქებს. იგივე ეს ხილვა ევლინება ჰოვაკიმს. წმინდა ქალწულის მამაც მადლობას უხდის ღმერთს ამ დიდი შნოს მიღებისთვის და თავის ძროხებს და ცხვრებს წირავს და ურიგებს ღარიბებს. ანნა ორსულდება, გააჩენს გოგონას, რომელსაც მარიამს დაარქმევენ, ანუ განმანათლებელს. იგი იყო ის რჩეული სამყაროზე, რომელსაც ღმერთმა თავისი სათნოების და ღირსებებისთვის ღვთის დედად ქცევის შნო უბოძა. იგი დაიტანჯა თავიცი ვაჟისთვის, თუმცა არასდროს შეშინდა და არ დაუპირისპირდა ღმერთს, მან კარგად იცოდა ღმერთისგან მიღებული მისიის აუცილებლობა. იგი სათნოების, მორწმუნე დედის, ოჯახური სიწმინდის შენარჩუნების განსახიერებაა. სომხური ეკლესია ღვთისმშობლის დაბადების დღესასწაულს უცვლელად, 8 სექტემბერს აღნიშნავს.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-09-08
ბარეკენდანი მარხვის წინმსწრები კვირაა, რომელიც მიძღვნილია მთავარი დღესასწაულებიდან ერთ-ერთისადმი, ხაჩვერაცისადმი და გრძელდება ორშაბათიდან შაბათამდე.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-09-07
ქრისტეს ეკლესიის ისტორიაში პირველი მსოფლიო საელკესიო კრება 325 წელს, კოსტანდინოს დიდი მეფის განკარგულებით, კ. პოლისთან მდებარე ქალაქ ნიკეაში გაიმართა. კრებას ესწრებოდნენ მსოფლიო საქრისტრიანოს 318 წარმომადგენელი ეპისკოპოსი. მსოფლიო კრების ჩატარების მიზეზი ალექსანრიის არიოს სახელით ხანდაზმული პირი იყო, რომელიც უარყოფდა ქრისტეს ღვთაებრიობას და თანასწორობას მამა ღმერთთან. იგი ქადაგებდა, რომ ქრისტე შეიქმნა დროების და საუკუნეების წინ მამა ღმერთის სურვილით, იმისთვის, რომ მისი მეშვეობით შესრულდეს ღვთისმსახურება. ერთადერთი მარადიული, მამა ღმერთია. ვაჟი სამყაროს მოევლინა არა მამის ბუნებიდან, არამედ არაფრისგან. იყო დრო, როდესაც ვაჟი არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვაჟმა მიიღო მამა ღმერთის შნო და ნაშვილები აღმოჩნდა, არ არის უხრწნელი, როგორც მამა. არიოსის ეს განაჩენები ფაქტობრივად უარყოფს ქრისტეს ღვთიურობას, საფრთხის ქვეშ აყენებს მთელ ქრისტიანულ მოძღვრებას. არიოსის წინააღმდეგ გამოდის ალექსანდრიის არქეპისკოპოსი ალექსანდრი. იგი თავის ქადაგებებში ხაზს უსვამს იმას, რომ ღმერთი მარადიულია, მარადიულია ასევე ვაჟი, მამა და ვაჟი ერთდროულად არსებობენ. მამა ვაჟს არ ტოვებს არ ერთი წამით, ყოველთვის იყო მამა, ყოველთვის იყო ვაჟი. ამ მსოფლიო კრებაზე არიოსის ცრუსწავლება დაიგმო. ნიკეას პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებას ესწრებოდა ასევე წმინდა გრიგორ განმანათლებლის ვაჟი, არისტაკესი.
კრებაზე მიღებული დოგმატური საკითხი, წმინდა არისტაკეს ეპისკოპოსმა სომხეთში ჩამოიტანა, წარუდგინა მამამისს, წმ. გრიგორ განმანათლებელს. უკანასკნელმა დაამატა „ხოლო ჩვენ փառաւորեսցուք...” ნაწილი. ნიკეაში მიღებულ გადაწყვეტილებას და განმანათლებელის დამატებულ ნაწილს დღემდე უცვლელად იყენებენ სომხური ეკლესიის რიტუალში. არისტაკესმა სომხეთში ჩამოიტანა ასევე ნიკეას კრებაზე მიღებული 20 კანონი, რომლებიც ასევე იქნა დამტკიცებული წმინდა გრიგორ განმანათლებლის მიერ.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-09-05
ჰოვანეს მკრტიჩი სახარებაში ქრისტეს შემდეგ ყველაზე დიდი პირი და მთავარი მოქმედია. ჰოვნესი, რომელიც იყო დაპირების ვაჟი და დაბადებულიყო მშვენიერ პირობებში, თავისი ყმაწვილობა და ახალგაზრდობა გაატარა მარტოობაში, ღმერთის თანხლებით. როდესაც 30 წლის იყო, შუამავლური მისიით მიეშურება იორდანიის ხეობაში, უფლის დასახვედრად რომ გამზადებულიყო, თავიდანვე მონანიების და სამართლისკენ მოწოდებით: „მოინანიეთ, რადგან ზეციური სამეფო მოახლოვებულია... მონანიების ღირსი საქმეები შეასრულეთ... რადგან ცული ხეების ძირშია. ყველა ხე, რომელიც კეთილ ნაყოფს არ მოიყვანს, იჭრება და ცეცხლში იწვება“ (მატთ. 3: 2-10). სახარებებში იგი გაიგივებულია წინასწარმეტყველი ესაის მხრიდან ნაწინასწარმეტყველი „უდაბნოში ძახილის ხმა“-სთან, რომელიც ამბობს: „გაამზადეთ უფლის გზა და გაასწორეთ მისი ბილიკები“ (მატთ. 3: 3). ჰოვანესის საქმიანობის კულმინაცია იყო იესოს მონათვლა და მისი, როგორც მესიად გამოცხადება. ამ მისიის შემდეგ მეფე ჰეროვდესმა ჰოვანესი დააპატიმრა ძმის ცოლის დაპყრობისთვის მეფისთვის საყვედურის თქმის გამო, ხოლო შემდეგ თავი მოკვეთა. ჰობი, რომელიც ცხოვრობდა მკვდარი ზღვის მიმდებარე მთიან ტერიტორიაზე „სამართლიანი და მორწმუნე ადამიანი იყო, ყველანაირი ბოროტი და დამნაშავე საქმეებისგან განშორებული“ (ჰობ 1: 1). ჰყავდა 7 ვაჟი და 3 ქალიშვილი, იყო მდიდარი, უამრავი მსახურებით გარშემორტყმული, თუმცა სიმდიდრემ იგი უზნეო არ გახადა.
ჰობი ღვთის ნებით მთელი რიგი გამოწვევების წინაშე დადგა: დაკარგა სიმდიდრე, ვაჟები, ავად გახდა, თუმცა მიუხედავად ამისა ცოდვა არ ჩაუდენია ღმერთის წინაშე და მეუღლის უკმაყოფილებებს პასუხობდა: „თუ უფლისგან სიკეთე მივიღეთ, სიბოროტეს რატომ არ უნდა გავუძლოთ?“ (ჰობ 2: 10). ჰობი სამართლებრივად გამოვიდა ყველა ტანჯვისგან და უფრო მეტი კურთევა დაიმსახურა. ჰობის ცხოვრება ჩვენ ორ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებს გვასწავლის. ჯერ სამყრაოს სიბოროტეების გვერდით ყოველთვის გვხვდება სიბოროტის სული, ხოლო ადამიანის ტანჯვები ხელს უწყობენ მის განხორციელებას.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2024-09-03
წინასწარმეტყველობა ძველი აღქმის მნიშვნელოვანი მოვლენებიდან ერთ-ერთს წარმოადგენს. წინასწარმეტყველი ის ადამიანი იყო, ვისაც ღმერთთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა, წმინდა წერილობითი სიტყვით „ღმერთს ესაუბრებოდა“, ან მისგან დავალებებს იღებდა, ან კიდევ ღმერთის მიერ იყო გამოგზავნილი რომელიმე პიროვნების ან ხალხისთვის დავალების მისაცემად. ჭეშმარიტი წინასწარმეტყველის ძირითად ფუქციას წარმოადგენდა უსასყიდლოდ, დამოუკიდებლად, შიშის გარეშე ღვთური სიტყვისადმი მაქსიმალურად ერთგულობა. წინასწარმეტყველობის ავტორი თვითონ ღმერთია. მან მისი გამოცხადება წმინდა სულის შთაგონებით გადასცა ადამიანს, ჯერ იდეებით შთააგონა, შემდეგ ადამიანმა მიღებული იდეები თავისებურად გადასცა ხალხს გონებასთან, გულთან და სულთან შესაბამებით.
ეზეკიელი იერუსალისმის ტაძრის მღვდლებიდან ერთ-ერთი იყო. იერუსალიმის დაპყრობის და განადგურების შემდეგ, ძვ. წ. აღ. 597 წელს, მეფე ნაბუგოდონოსორმა იგი სხვა ისრაელელებთან ერთად ბაბელონში გადაასახლა. ღმერთმა იგი 4 წლის შემდეგ დაიბარა, რომ მისი წინასწარმეტყველი გამხდარიყო. გადასახლების ადგილიდან ეზეკიელი გაფრთხილებებს აძლევს როგორც ბაბელონში გადასახლებულ ებრაელებს, ასევე იერუსალიმში დარჩენილებს. მის გაფრთხილებებს თან ახლდა დამამშვიდებელი და იმედის მომცემი სიტყვები. ეზრის მღვდლობის დასაწყისად ითვლება ძვ. წ. აღ. 397 წელი. მისი უმთავრესი მისია იყო ისრაელელებისთვის უცხოსთან ქორწინების აკრძალვა, რომლებიც ღმერთისგან განშორების ერთ-ერთ გზას წარმოადგენდა და ამავდროულად შლიდა მათ ეროვნულ მახასიათებლებს და აღწერილობას. ეზრმა ასევე შესაბამისობაში მოიყვანა მოვსესის კანონები. ზაქარია ჰოვანეს მკრტჩის მამა იყო, იგი იერუსალიმის ტაძარში მღვდელი იყო. იგი და მისი მეუღლე, ელისაბეთი, რომელიც წმინდა ქალწული მარიამის დედის, ანნას და იყო, წლების მანძილზე უნაყოფო იყვნენ. როდესაც ზაქარიამ სიბერის ასაკს მიღწეული, იერუსალიმის ტაძარში მსხვერპლს იღებდა, ანგელოზი მოევლინა და ამცნო, რომ ვაჟი ეყოლება. ვინაიდან ზაქარიამ ანგელოზის ნათქვამში ეჭვი შეიტანა, ჰოვანეს მკრტჩის დაბადებამდე მეტყველების უნარს დაკარგა. იგი აწამეს ტაძარში, ხმლით მოკლეს წმინდა საკურთხეველის წინ, იმისთვის, რომ ვაჟი ჰეროვდესის ჯარისკაცებს დაუმალა.