შოღაკათის დღესასწაული, წმინდა ეჩმიაწინის, წმ. გრიგორ განმანათლებლის მიხედვით
- მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-08-17
შოღაკათის დღესასწაული მთავარი საკათედრო ტაძრის წმინდა ეჯმიაწინის ახლად გახსნის დღესასწაულია. ისტორიკოს აგათანგეღოსის გადმოცემის თანახმად, სომხური სამყაროს მეორე განმანათლებლი, წმ. გრიგორს ევლინება ქრისტე, რომელიც ზეციდან მიწას მეხი სტყორცნის ოქროს ჩაქუჩით და ტაძრის ასაშენებელი ადგილს მიუთითებს. წმინდანის ამ ხილვას „შოღაკათს“ უწოდებენ, რადგან გრიგორ განმანათლებელი ხედავს, თუ როგორ დაეცა სინათლის სხივი ზეციდან. ისტორიული ინფორმაციების თანახმად, ეჩმიაწინის საკათედრო ტაძარი აკურთხეს 303 წელს, წმ. ქალწულის ფერისცვალების დღეს. არქიმანდრიტ მაღაქია ორმანიანის მიხედვით, საკათედრო ტაძარი ღვთისმშობლის სახელისადმი არის მიძღვნილი. სომხური ეკლესია მიცვალების დღესასწაულის წინა შაბათს შოღაკათის დღესასწაულს აღნიშნავს. 1700 წლის განმავლობაში სომეხთათვის სანუკვარ სამლოცველოდ ქცეული მთავარი საკათედრო ტაძარი წმინდა ემიაწინი სომხური წმინდა სამოციქულო ეკლესიის რწმენის აკვანი და წმიდათა წმიდა ადგილია თავისი სულიერი, ეროვნული და ისტორიული მნიშვნელობით, დაარსებული ღმერთის მხოლოდშობილი ძის მიერ. წმინდა გრიგორ განმანათლებლის ხილვით ღმერთი ჩამოვიდა ჩვენს სამოთხე ქვეყანაში და იწინასწარმეტყველა სომეხი ხალხის მომავალი, როგორც ერთი რჩეული ხალხისა, რომელმაც პირველმა გამოაცხადა სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა და გულით მიიღო ზეციური მამის სიყვარულის მოძღვრება.