წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ხსენების დღე
- მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-08-03
წმინდა ღვთისმეტყველი, იგივე გრიგოლ ნაზიანზელი, დაიბადა 328 წელს კაბადოკიის ქალაქ ნაზიანზთან მდებარე სოფელ არიანზაში, გრიგოლ ეპისკოპოსის ოჯახში. მან განათლება მიიღო კესარიაში, შემდეგ ათენში, სადაც გაიცნო ქრისტიანობის ერთ-ერთი მომავალი უდიდესი ფიგურა - ბასილი კესარიელი. გარკვეული პერიოდი განდეგილი იყო, შემდეგ დაბრუნდა ნაზიანზში და მამის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდლად, გარკვეული პერიოდის შემდეგ დაადგინეს კაპადოკიაში სასიმას ეპისკოპოსად. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ბასილი კესარიელთან ერთად ებრძოდა არიოზის ცრუ-მოძღვრებას. მონაწილეობა აქვს მიღებული ასევე კონსტანტინოპოლის მეორე მსოფლიო კრებაში. გარდაიცვალა 389 წლის 25 იანვარს. წმინდა გრიგოლ ნაზიანზელმა დატოვა მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა, რომელიც მეხუთე-მერვე საუკუნეებში ითარგმნა სომხურ ენაზე. სომხური თარგმანის ერთი ნაწილი, სავარაუდოდ, შესრულებულია მოვსეს ხორენაცის მიერ. წმინდა გრიგოლ ნაზიანზელი არის ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოღვაწე, რომელიც იბრძოდა არიანელთა წინააღმდეგ, ამ ბრძოლით მან ხელი შეუწყო ქრისტიანობის სიწმინდეთა შენარჩუნებას და თავისი მდიდარი ნაშრომებით დიდი გავლენა იქონია ქრისტიანული თეოლოგიური აზროვნების ფორმირებაზე.