Материалы

ორმოცი წმინდა ყრმის ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2020-03-21

IV საუკუნის დასაწყისში წამებული ორმოცი მოწამე პატარა ჰაიქის (მცირე ჰაიქის) სხვადასხვა ქალაქებიდან იყო და ქალაქ სებასტიის საიმპერატორო ჯარის სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა. როცა იმპერატორი ლუკინიუსის ბრძანებით დუქსმა ლუსიასმა დაკითხა სამხედროები - ჯარში ქრისტიანი ჯარისკაცების გამოვლენის მიზნით, 40 მათგანი, რწმენის ერთგულნი, გაბედული პასუხებით აღიზიანებენ მოსამართლეს და მათ აპატიმრებენ. ზამთრის ცივ ღამეს, ისინი ჩაყარეს სებასტიის მახლობლად მდებარე ტბაში, ერთმა მათგანმა ვერ გაუძლო წამებას, ამოვიდა ტბიდან და გაიქცა იქვე მახლობლად მდებარე ქოხში, თუმცა აღასრულა სიცოცხლე, ვერც მიწიერი სიცოცხლე შეინარჩუნა, ვერც ზეციერს მიაღწია. გარიჟრაჟზე ყველა მოწამე გამოჩნდა ნათლის გვირგვინით შემკობილი. მცველ ჯარისკაცთაგან ერთმა ეს რომ დაინახა, ქრისტეს რწმენით აღივსო, ტბაში ჩავარდა და მათსავით გვირგვინოსანი გახდა. ღვთაებრივი სასწაულით ზამთრის ყინვას გაუძლეს მოწამეებმა, დილით კი ისინი აწამეს. მათი ნაწილები დასვენებულია სებასტიაში, სადაც შემდგომში ააშენეს „40 ყრმის“ სახელწოდებით 40 გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც თემურლენგის შემოსევამდე იდგა. წმინდა მოწამეთა ამბავი მოგვიწოდებს - ცხოვრების ყველა სირთულეშიც კი ერთგულნი ვიყოთ ქრისტეს რწმენისა, გავუმკლავდეთ ვნებებს, რათა გვეღირსოს ზეციური გვირგვინი.

  • Created on .
  • Last updated on .
  • Hits: 440

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
+995322754111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.