- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2025-06-29
ბარეკენდანი მარხვის წინა კვირა დღეა, რომელიც ეძღვნება წმინდა გრიგოლ განმანათლებლის წმინდა ნაწილების აღმოჩენის დღესასწაულს. გრიგოლ განმანათლებლის წმინდა ნაწილები მიიჩნევა ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ სიწმინდედ. დღესასწაულს წინ უძღვის ერთკვირიანი მარხვა - ორშაბათიდან შაბათამდე.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2025-06-28
სომეხთა ერთ-ერთი უნიჭიერესი კათოლიკოსია წმინდა ნერსეს დიდი კათოლიკოსი (353-373 წლები), რომელსაც სამართლიანად მიენიჭა „დიდის“ სახელი. ისტორიული წყაროების თანახმად, იგი წმინდა გრიგოლ განმანათლებლის საგვარეულოდანაა. კათოლიკოს ფარენის გარდაცვალების შემდეგ სომეხთა მეფე არშაკის სამეფო კარის მსახურთმთავარი ნერსესი, ჯერ კიდევ საერო პირი, მიიჩნიეს საპატრიარქო ტახტის საუკეთესო კანდიდატად და მეფის იძულებით იგი ხელდასხმულ იქნა კათოლიკოსად. შემდგომში საპატრიარქო ტახტის იძულებული მფლობელი გახდა სომეხთა სამოციქულო ეკლესიის პირველი დიდი რეფორმატორი და თავისი ხალხის უდიდესი ქველმოქმედი. მისი ინიციატივით მოწვეულ აშტიშატის ეროვნულ-საეკლესიო კრებაზე (354) პირველად იქნა მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც არეგულირებენ სასულიერო-საეკლესიო ცხოვრებას, განსაზღვრავენ ოჯახის მორალურ პრინციპებს. კათოლიკოსის ნერსეს დიდის ინიციატივით დაფუძნდა მონასტრები და სკოლები, უსახლკაროთა და უმწეოთათვის აშენდა თავშესაფარები და საავადმყოფოები. კათოლიკოსი მისი ხალხის გვერდით იყო ყველგან და ყოველთვის. ძირავის ბრძოლაში გამარჯვება მიღწეულიქნა ასევე ნერსეს დიდის წყალობით, იგი მთელი ბრძოლის დროს მთაზე ლოცულობდა სომხური ჯარის გამარჯვებისათვის. ამგვარი უდიდესი ეროვნული და საეკლესიო ღვაწლის გამო მას „განმანათლებელი“ უწოდეს. პატრიარქის ყველა საქმის მხარდამჭერი და თანამოაზრე იყო წმინდა ხად ეპისკოპოსი, რომელსაც ისტორიკოსი ფავსტოს ბუზანდი უწოდებს პატრიარქ ნერსეს დიდის თანამოტახტეს. სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ წმინდანად შერაცხა მისი ორი ერთგული შვილი და მათი ხსენების დღეს ერთად აღნიშნავენ მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის დღესასწაულის მომდევნო შაბათს.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2025-06-24
წმინდა ნუნე და მანე იმ ჰრიფსიმეანთ ქალწულთაგანნი არიან, რომლებმაც იმპერატორ დიოკლეტიანეს დევნის დროს დატოვეს რომი და სომხეთში ჩამოვიდნენ. მაგრამ ამ ორ ქალწულს განგებით არ ეწერა თანამორწმუნეებთან ერთად წამება. სომხეთამდე მიღწეულნი განცალკევდნენ 37 ქალწულთაგან: მანე წავიდა ეკეღიაც პროვინციის სეპუჰის მთაზე, სადაც მღვიმეში განცალკევებით იცხოვრა. ქალწული მანე ამ მღვიმეში ცხოვრობდა "ანგელოზის ცხოვრებით", ლოცვითა და ღვთაებრივი ძალით გაძლიერებული. ამ მღვიმეს შემდგომში მისი სახელით „მანეს მღვიმეს“ უწოდეს. ისტორიკოსი საინტერესო ამბავს გადმოგვცემენ მანეს ბოლო დღეების შესახებ. იმ პერიოდში წმინდა გრიგოლ განმანათლებელსაც სურდა საზოგადოებისაგან განცალკევება და სიცოცხლის ბოლო დღეების განმარტოებით გატარება. ამ სურვილით შთაგონებული სომეხთა კათოლიკოსი მიდის დარანაღიაც მთებში, სეპუჰის მთის მღვიმესთან, სადაც ცხოვრობდა განცალკევებული მანე. როდესაც მიუახლოვდა მღვიმეს, მანეს ხმა მოესმა, რომელიც წმინდა გრიგოლს ეუბნებოდა, რომ სამი დღის მერე მოსულიყო არჩეულ მღვიმესთან. კათოლიკოსმა შეასრულა წმინდანის სურვილი და როდესაც სამი დღის შემდეგ დაბრუნდა, წმინდანი მანე გარდაცვლილი იყო, გრიგოლმა იგი მღივემეშივე დაკრძალა (323 წ.).
წმინდა ნუნე (ქართულ წყაროებში ნინო), გადაურჩა სომეხთა მეფე ტრდატის დევნას, საქართველოში წავიდა, დედაქალაქ მცხეთაში, სადაც ცხოვრება გააგრძელა ლოცვითა და წმინდა ცხოვრებით, იქადაგა და მოაქცია მთელი ხალხი. სასწაულებისა და ქველმოქმედებისთვის ის მიჰყავთ სამეფო კარზე. მან განკურნა ავადმყოფი დედოფალი. როდესაც მიიყვანეს დედოფალი მაყვლოვანში, დააწვინეს წმინდანის კილიკზე (უხეში ბეწვისგან დამზადებული სამოსი, რომელიც ასკეტებს ემოსათ) და დაიწყო ნუნემ ლოცვა და ვედრება ღვთის მიმართ, აიღო თავისი ჯვარი, შეახო სნეულს თავზე, ფეხებსა და მხრებზე. დედოფალი მაშინვე განიკურნა და ფეხზე წამოდგა. წმინდა ნუნემ ძვირფას საჩუქრებზე უარი განაცხადა, იქადაგა სახარება, განკურნებულმა დედოფალმა ირწმუნა ქრისტე, ქრისტე ირწმუნეს სხვა დიდებულებმაც. ამ ყველაფრის შედეგად ელჩები გაგზავნეს წმინდა გრიგოლ განმანათლებელთან და მეფე ტრდატთან თხოვნით, რომ სასულიერო პირები გამოეგზავნათ თავიანთ ქვეყანაში - ნათლობების შესასრულებლად და ხალხის სამსახურისთვის. ასე გახდა წმინდა ნუნე ქართველთა მოციქული.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2025-06-23
ბეთლემელ ყრმათა დახოცვის ამბავს მოგვითხრობს მათეს სახარება (მათე: 2:16-18): "იუდეველთა მეფის" დაბადების შესახებ ბეთლემში ჩამოსული აღმოსავლელი მოგვების მიერ გავრცელებული ამბავი სასტიკად აშფოთებს იუდეის მეფეს ჰეროდეს და ხალხს. ეჭვიანობით აღსავსე მეფემ, რომ ვერ შეძლო ჩვილის პოვნა, ბრძანა ბეთლემსა და ქალაქის შემოგარენში მცხოვრები ორ წლამდე ბავშვების დახოცვა. ბეთლემის უდანაშაულო ბავშვების ხოცვა, ფაქტობრივად, გახდა ქრისტეს რწმენისათვის დაღვრილი პირველი სისხლი. ბეთლემის ჩვილ ბავშვებს სომეხთა ეკლესიამ მიუძღვნა უამრავი ლამაზი საგალობელი, მათი ხსენების დღე კი აღინიშნება მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის დღესასწაულის მომდევნო ორშაბათ დღეს.
იმავე დღეს სომეხთა ეკლესია აღნიშნავს ქრისტეს რწმენისათვის წამებული სამი ქრისტიანი წმინდანის - აკაკი მოწამის, მოვკიმა მღვდლისა და კოტრიატიუს ჯარისკაცის ხსენების დღეს, მათგან პირველი წამებულ იქნა ლიკიანუს იმპერატორის დროს. მან გაუძლო არაადამიანურ ტანჯვას, ცოცხალი დარჩა მხეცებშიც კი. ნეტარ წმინდანს თავი მოჰკვეთეს 310 წელს. ბიზანტიაში დაბადებული მღვდელი მოვკიმა იყო მაღალჩინოსანი ქრისტიანი, სამხედრო მოსამსახურის შვილი. როგორც ქრისტიანობის თავდადებული მქადაგებელი, მრავალი ტანჯვა-წამება განიცადა მაკედონიის ქალაქ ამფიპოლის ნაცვალისაგან, შემდეგ გაგზავნეს ბიზანტიაში, სადაც თავი მოჰკვეთეს. წმინდანის კიდობანზე იმპერატორმა კონსტანტინემ ააგო დიდი ეკლესია. კერპთაყვანისმცემელი იმპერატორის დეკუსის წამების მსხვერპლი გახდა კოტრიატიუსი. ის თავს მიიჩნევდა "მსახურად ზეციური მეფისა", ქრისტიანული რწმენის ძალითა და ლოცვით მამაცმა წმინდანმა გაუძლო მრავალ წამებას, ამით მაგალითი უჩვენა წამებისაგან დასუსტებულ სხვა ქრისტიანებს. თავის რწმენაში ურყევ კოტრიატიუსს თავი მოჰკვეთეს.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2025-06-22
შოღაკათის დღესასწაული მთავარ საკათედრო ტაძრის წმინდა ეჯმიაწინის ახლად გახსნის დღესასწაულია. ისტორიკოს აგათანგეღოსის გადმოცემის თანახმად, წმ. გრიგორს ქრისტე გამოეცხადა ზეციდან, რომელმაც მიწას მეხი სტყორცნა ოქროს ჩაქუჩით, ტაძრის ასაშენებელი ადგილის მისათითებლად. შესაბამისად, პატრიარქმა ეკლესიასა და თვით ქალაქსაც სახელად ეჯმიაწინი დაარქვა, რაც ნიშნავს: ”ადგილი სადაც მხოლოდშობილი დაეშვა”. წმიდანის ამ ხილვას ეწოდება „შოღაკათ“ (სინათლის წვეთი), ვინაიდან წმინდა გრიგოლ განმანათლებელი ხედავს, თუ როგორ დაეწვეთა ციდან სინათლის სხივი. მთავარი საკათედრო ტაძარი წმინდა ეჯმიაწინი იკურთხა 303 წელს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე. სომეხთა ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების წინა შაბათს აღნიშნავს შოღაკათის დღესასწაულს. 1700 წლის განმავლობაში სომეხთათვის სანუკვარ მოსალოცად ქცეული მთავარი საკათედრო ტაძარი წმინდა ეჯმიაწინი სომხური წმინდა სამოციქულო ეკლესიის რწმენის აკვანი და წმიდათა წმიდა ადგილია თავისი სულიერი, ეროვნული და ისტორიული მნიშვნელობით, დაარსებული ღმერთის მხოლოდშობილი ძის მიერ. წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ხილვით ღმერთი ჩამოვიდა ჩვენს სამოთხე ქვეყანაში და იწინასწარმეტყველა სომეხი ხალხის მომავალი, როგორც ერთი რჩეული ხალხისა, რომელმაც პირველმა გამოაცხადა სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა და გულით მიიღო ზეციური მამის სიყვარულის მოძღვრება.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2025-06-19
წმინდა იოანე ნათლისმცემლის და ათინოგენი ეპისკოპოსის წმინდა ნაწილების სომხეთში გადმობრძანების ხსენების დღეა. ათინოგენი წმინდა გრიგოლ განმანათლებლის მეუღლის - მარიამის, ძმა იყო, პიტაქტონის ეპისკოპოსი, რომელიც გმირულად ეწამა თავისი რწმენისთვის. წმინდა გრიგოლ განმანათლებელმა, კესარიაში ხელდასხმის შემდეგ, სომხეთში ჩამოაბრძანა წმინდა იოანე ნათლისმცემლის და ეპისკოპოს ათინოგენის წმინდა ნაწილები, დაასვენა აშტიშატში, „ინნაკნია“ სახელწოდებით ადგილას და ბაგავანში, შემდეგ აქ სამლოცველოები ააშენა. ბაგავანში ტრდატ მეფისა და სამეფო კარის მსახურთა მონათვლის შემდეგ განმანათლებელი წმინდა წირვას აღავლინა და ყოველ წელს, ახალი წლის სტუმართმოყვარე ვანატურის დღესასწაულის ნაცვლად, იოანე ნათლისმცემლის და ათინოგენი ეპისკოპოსის დღესასწაულის აღნიშვნა დაადგინა.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2025-06-17
37 ქრისტიან ქალწულთაგან ერთია, რომის მთებში მდებარე წმინდა პავლეს მონასტრის მონაზონი. დიოკლეტიანე იყო წარმართი და დევნიდა ქრისტიანებს. იმპერატორს სურდა ცოლად შეერთო ლამაზ ქალწული - ჰრიფსიმე, რომელიც არ დაეთანხმა, და სხვა ქალწულთან ერთად გაიქცა ალექსანდრიაში, შემდეგ - სომხეთში. ტრდატ მეფემ, გაიგო რა ქალწულთა ამბავი, თვითონ მოინდომა ლამაზი ქალწულის დაუფლება. ჰრიფსიმე გაიანესთან ერთად მიჰყავთ სასახლეში, რათა ჰრიფსიმეს მოუწოდონ, რომ არ შეეწინააღმდეგოს მეფეს. ტრდატმა ვერ დაიმორჩილა ლამაზი ქალწული, რის შემდეგაც განრისხებულმა მეფემ ბრძანა ქალწულების მოკვლა. გაიანე აწამეს და თავი მოჰკვეთეს. მისი ცხედარი წმინდა გრიგოლ განმანათლებელმა კიდობანში დაასვენა და დალუქა სამეფო კარის სამღვდლო-საკათოლიკოსო ბეჭდით. შემდგომში, ზუსტად ამ სამლოცველოების ადგილას ეჯმიაწინში აშენებენ წმინდა რიფსიმეს, წმინდა გაიანეს და წმინდა შოღაკათის ეკლესიებს.
სამოციქულო ეკლესია წმინდა ქალწულთა ხსოვნის დღესასწაულს აღნიშნავს სულთმოფენობის დღესასწაულიდან ერთი კვირის შემდეგ - ორშაბათს და სამშაბათს. მათ ხსენების დღეს სომეხთა ეკლესიებში აღევლინება საღმრთო ლიტურგია. დღესასწაულის წინა დღეს, საღამოს, ღვთისმსახურების შემდეგ სრულდება ქალწულებისადმი მიძღვნილი საგალობლები.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2025-06-16
არისტოკრატიული წარმოშობის ჰრიფსიმე 37 ქრისტიან ქალწულთაგან ერთი-ერთია, რომელიც მონაზონ გაიანესთან ერთად ცხოვრობდა იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს (284-305 წლებში) რომის მთებში მდებარე წმინდა პავლეს მონასტერში. მშვენიერმა ქალწულმა თავისი მშვენიერებით მოხიბლა იმპერატორი, რომელმაც დაუყოვნებლივ მოინდომა ქალწულზე ქორწინება. ღვთისმოსავი ქალწულები არ დაემორჩილნენ იმპერატორის სურვილს და მონაზვნის წინამძღოლობით ალექსანდრიაში გაიქცნენ. გადმოცემის თანახმად, მათ ხილვა ჰქონდათ, მოევლინათ ღვთისმშობელი და უთხრა, რომ წასულიყვნენ არარატის ქვეყანაში - სომხეთში. ქალწულები ვაღარშაპატში მიდიან, გზაში ვარაგა მთასთან გავლისას, ჰრიფსიმე ცხოველმყოფელი ჯვრის ერთ ნაწილს, რომელიც მას მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული და რომელსაც ყოველთვის კისერზე ატარებდა, ასვენებს სომხურ მიწაში. ეს წმინდა ნაწილი სასწაულით იპოვეს VII საუკუნეში. მას შემდეგ, სომხური სამოციქულო ეკლესია ჯვრის დღესასწაულებს შორის იწყებს ვარაგის წმინდა ჯვრის დღესასწაულის აღნიშვნასაც. ტრდატ მეფემ, გაიგო რა ქალწულთა ამბავი, თვითონ მოინდომა ლამაზი ქალწულის დაუფლება. ჰრიფსიმე გაიანესთან ერთად მიჰყავთ სასახლეში, მოუწოდებენ მას, რომ არ შეეწინააღმდეგოს მეფეს. მაგრამ ტრდატმა ვერ დაიმორჩილა ლამაზი ქალწული, რის შემდეგაც განრისხებულმა ბრძანა ქალწულთა მოკვლა. წამებულ ქალწულთა ნაწილებს პოულობს და მიწას აბარებს წმინდა გრიგოლ განმანათლებელი. ამ წმინდა ნაწილებზე სამლოცველოებს აგებს. შემდგომ აქ აშენებენ წმინდა რიფსიმეს, წმინდა გაიანეს და წმინდა შოღაკათის ეკლესიებს. ქალწულთა წამებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა სომეხი ხალხის ისტორიაში. მათი წამების შემდეგ, 13-წლიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს წმინდა გრიგოლ განმანათლებელი, რომელიც მოწოდებული იყო სომეხთა ქვეყანაში ქრისტეს ნათელის გასავრცელებლად.
სომეხთა სამოციქულო ეკლესია წმინდა ქალწულთა ხსოვნის დღესასწაულს აღნიშნავს სულთმოფენობის დღესასწაულიდან ერთი კვირის შემდეგ - ორშაბათს და სამშაბათს. მათ ხსენების დღეს სომეხთა ეკლესიებში აღევლინება საღმრთო ლიტურგია. დღესასწაულის წინა დღეს, საღამოს, ღვთისმსახურების შემდეგ სრულდება ქალწულებისადმი მიძღვნილი საგალობლები.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2025-06-08
უფალი მისი აღდგომის მე-40 დღეს ზეცაში ამაღლების დროს თავის მოწაფეებს არიგებს, რომ დაელოდონ დაპირებულ ძალას, რათა მთელ მსოფლიოში გახდნენ ჩვენი უფლის მოციქულები და ყველას ახარონ კეთილი ამბავი.
ებრაული პენტეკოსტეს (სიტყვასიტყვით ნიშნავს 50 დღეს) დღესასწაულის დღეს იერუსალიმში მოულოდნელად ამოვარდა უცნაური ქარი, ციდან გარდამოვიდა ღმრთაებრივი ცეცხლი და მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით დაადგა თავზე. მოწაფეებმა, რომლებიც მანამდე ებრაელებთან შეხვედრას ერიდებოდნენ, საოცარი ძალით დაიწყეს ქადაგება სხვადასხვა ენაზე. სულიწმინდის მადლი ქრისტეს მოწაფეებზე გადმოვიდა (საქმეები 2:1 -4).
ბიბლიის ამ ნაწილში ნახსენებია სხვადასხვა ქვეყნების სახელწოდებები. ამ ქვეყნებიდან ჩამოსულები გაკვირვებულები რჩებიან თავიანთი მშობლიური ენის მოსმენით. ხსენებულ ქვეყნებს შორის იყო შუამდინარეთი, იუდეა და გამირქი (საქმეები: 2:9). საეკლესიო წმინდა მამები ტერტულიანუსი და ავგუსტინი ამტკიცებდნენ, რომ უკეთესი იქნება, იუდეის შეცვლა სიტყვა სომხეთით, ვინაიდან უფრო ლოგიკურია, რომ უცხო ქვეყნებში აღინიშნოს სომხეთი. გარდა ამისა, გეოგრაფიულად შუამდინარეთსა და გამირქს შორის სომხეთი მდებარეობს.