წმინდა მოციქულის იაკობ ზებედესა და იოანე მახარებლის ხსენების დღე
- მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-12-28
წმინდა მოციქული იაკობ ზებედესი იყო იოანე ღვთისმეტყველის უმცროსი ძმა და ზებედასა და სალომეას შვილი. სალომეა კი იყო ღვთისმშობლის ბიძაშვილი. იაკობი და იოანე მოციქულები იყვნენ იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები. უფალმა მათ მოუწოდა როცა ისინი თევზაობდნენ (მათ.4:21-22). იაკობ მოციქული დაესწრო ფერისცვალებას, იაირის ქალიშვილის განკურნებას. (მათ.20:26-28). როდესაც სამარიტელნი უარს აცხადებენ ზეციური მოძღვრის მასპინძლობაზე, წმინდა იაკობი, ძმასთან ერთად სთხოვს იესოს, რომ ელია წინასწარმეტყველის მსგავსად ზეციდან ცეცხლი დაეყარა. მაგრამ ქრისტემ შეჰრისხნა მათი ქცევა და მათ უწოდა „ბანერეგოსი“, რაც ნიშნავს "ძენი ქუხილისანი" (მარკოზი 3:17).
იგი არის ერთადერთი მოციქული, რომლის სიკვდილის შესახებ დაიწერა წიგნში "მოციქულთა საქმენი“. იერუსალიმში იუდეველებმა ჰეროდე აგრიპას ურჩიეს, შეეპყრო იაკობ მოციქული და სიკვდილით დაესაჯა. მოწამებრივად აღესრულა იერუსალიმში, იგი მახვილით განგმირა ჰეროდემ. ამ მოციქულის სახელი მჭიდროდ უკავშირდება იერუსალიმის სომეხთა საპატრიარქოს. გადმოცემის თანახმად, წმინდა იაკობის თავი მიაქვთ უფლის ძმა იაკობ მოციქულთან, ვინც იგი დაკრძალა მისი სახლის ბაღში. მოგვიანებით იმ ადგილას აშენდა წმინდა იაკობის საკათედრო ტაძარი.
წმინდა იოანე მოციქული მეოთხე სახარების, სამი წერილის და წიგნის - "გამოცხადების" - ავტორია. იესომ მას მიანიჭა ტიტული „საყვარელი მოწაფე“ . იესოს იმდენად უყვარდა და ენდობოდა მას, რომ ჯვარცმის დროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მის მზრუნველობას მიანდო. გარდაიცვალა 100 წელს ეფესოში, 95 წლის ასაკში.
სომხური სამოციქულო ეკლესია წმინდა იაკობ მოციქულისა და იოანე მახარებლის ხსენების დღეს აღნიშნავს ქრისტეშობის წინა დღესასწაულების დროს.