Материалы

წმინდა გაბრიელ და წმინდა მიქაელ მთავარანგელოზთა და მთელი ზეციური ლაშქრის ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-11-09

სომხური ეკლესიის სწავლების მიხედვით, ანგელოზი მუდმივმოძრავი, უსქესო, უკვდავი,  გონიერი არსებაა, გამოხატავს ღვთის ნებას და აქვს არაადამიანური შესაძლებლობა და გონიერება. ანგელოზები მომსახურე სულები არიან, ზეციური არსებები, მაგრამ მონაწილეობენ ამქვეყნიური ცხოვრების მსვლელობაში, მოღვაწეობენ დროსა და სივრცეში მცხოვრები ადამიანისათვის. ანგელოზებს უწოდებენ ასევე უფლის   წარმოგზავნილებს, რომლებიც ასრულებენ უფლის  ნებას. ბიბლია მოწმობს, რომ ისინი მრავალრიცხოვანნი არიან.  დიონისე არისპაგელის თანახმად, ბიბლიაში მოხსენიებულია ანგელოზთა 9 დასი: სერაბიმნი, ქერუბიმნი, საყდარნი,
უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი, მთავრობანი (საწყისნი), მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.

სახელი გაბრიელი  ნიშნავს   სიმტკიცეს (ძალი) ღვთისა (დან. 8, 16; ლკ. 1, 26) - ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე, უფლის ყოვლადძლიერების მახარებელი და მსახურია. ხატებზე გაბრიელ მთავარანგელოზს გამოსახავენ სამოთხის რტოთი, რომელიც ყოვლადწმინდა ქალწულს მიართვა, ხშირად მას ხელში ცეცხლოვანი ლამპარი უჭირავს.

სახელი მიქაელი ებრაულად ნიშნავს: „რომელი ვითარცა ღმერთი“ - მძლეველი ყველა ბოროტი ძალისა. მიქაელ მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცთუნებათა დროს.  დადგენილია ანგელოზთა დასის მთავრად. მიქაელ მთავარანგელოზის სახელი ოთხჯერაა მოხსენიებული ბიბლიაში (დანიელი 10:13, 11:1, იუდა, 1:9, გამოცხ. 11:7).

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են