Материалы

თებერვალი

ვარდანანც - ვარდან მამიკონიანისა და 1036 მოწამის ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2025-02-27

ქრისტიანობის მიღების შემდეგ  სომხური ეკლესია ჩართული იყო სამშობლოს  თავდაცვის საქმეში. ამის ნათელი მაგალითია ავარაირის ბრძოლა.    სომხურმა ეკლესიამ  კათალიკოს ჰოვსეფის  და ღევონდ ერეცის ხელმძღვანელობით,    სომეხ ჯარისკაცებთან ერთად,   451 წლის 26 მაისს მონაწილეობა მიიღო ავარაირის  ბრძოლაში.   სამშობლოს, სომხური ეკლესიისა და ქრისტიანობის დასაცავად ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა მხედართმთავარი ვარდან მამიკონიანი (წმინდა შუშანიკის მამა)   და მისი  1036 თანამებრძოლი  - სომხური სამოციქულო ეკლესიის  დიდი წმინდანები.   ბრძოლის წინ  სასულიერო პირები არა   მარტო ამხნევებდნენ   ჯარისკაცებს, არამედ ნათლავდნენ მათ  და მათში აძლიერებდნენ  რწმენასა და სულისკვეთებას. ამის შესახებ გვიამბობს მეხუთე საუკუნის მემატიანე ეღიშე.   ავარაირის ბრძოლა   იყო   ნათელი დადასტურება   იმისა, რომ სომხებს ქრისტიანული სამშობლოს იდეაზე  უარს ვერაფერი ათქმევინებდა.  

წმინდა ვარდანანცის ხსენების დღეს საკათედრო წმინდა ეჯმიაწინსა და ყველა სომხურ ეკლესიაში აღევლინება  საღმრთო ლიტურგია.

წმინდა ღევონდიანი მღვდლების ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2025-02-25

გადმოცემის თანახმად, ეს დღე  ყველა მღვდლის დღესასწაულად ითვლება. ღევონდიანი მღვდლები ავარაირის ბრძოლაში წმინდანად ქცეული მამულიშვილები არიან.  ისინი წინ მიუძღვებოდნენ სომხურ ჯარს და მგზნებარე სიტყვებით მიმართავდნენ, ამხნევებდნენ და ძალას მატებდნენ სპარსეთის არმიის წინააღმდეგ მებრძოლ სომეხ ჯარისკაცებს ქრისტეს ეკლესიისა და სომხური იდენტობისათვის ბრძოლაში.  მათ შორის უფროსი იყო ღევონდ ერეცი, მასთან ერთად სომეხი ისტორიკოსები მოიხსენიებენ ჰოვსეფ კათოლიკოსის, რშტუნის ეპისკოპოს საჰაკს, ბასენის ეპისკოპოს ტატიკს, მუშე ან მუშეღ მღვდლისა და სხვათა სახელებს. ამ ბრძოლის შემდეგ სპარსეთის მეფე იეზდიგერდი სასტიკად გაუსწორდა სომეხ მამაც მღვდლებს. სომეხთა სამოციქულო ეკლესია ღევონდიან მღვდელთა ხსოვნას აღნიშნავს ბუნ ბარეკენდანის (ყველიერის) მომდევნო სამშაბათს.   

წმინდა ვოსკიანთ მღვდლების ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2025-02-20

ხალხური ლეგენდის თანახმად, ვოსკიანები ეწოდება რომის იმპერატორის მიერ მეფე  სანატრუკთან   გამოგზავნილ ხუთ ელჩს, რომლებიც პირველი საუკუნის შუა ხანებში ჩამოვიდნენ სომხეთში, შეხვდნენ   წმინდა   თადეოზ მოციქულს,   მისი ქადაგებების წყალობით მოინათლნენ  და გახდნენ ქრისტიანები. მთავარი მათგანი - ხრუსი (სომხურად ვოსკი - ოქრო, აქედანაც ვოსკიანები)     ხელდასხმულ იქნა მღვდლად. წმინდა თადეოზ მოციქულის წამების  შემდეგ, ვოსკიანები განცალკევდნენ სომხეთის პროვინცია წაღკოტნის წაღკავეტის მთებში და 40 წელი განდეგილის ცხოვრებით იცხოვრეს.    ხელმძღვანელობდნენ რა ღვთის მცნებებით, ისინი მივიდნენ სომხეთის სამეფო კარზე,  ქრისტიანობა   უქადაგეს სომეხთა მეფე არტაშესსა და დედოფალ სათენიკს. სამეფო კარიდან ვოსკიანებს გაჰყვნენ მხოლოდ დედოფალ სათენიკის ნათესავები - ალანიიდან დედოფალთან ერთად სომხეთში ჩამოსული სამეფო კარის 18 მოხელე, რომლებიც მოინათლენ მდინარე ევფრატში და მთებში გაიხიზნენ. დედოფალ სათენიკის ნათესავებს, რომლებიც ვოსკიანებს გაჰყვნენ, მათი მთავრის - სუქიასის სახელის გამო, ეწოდათ სუქიასიანები. მეფის ვაჟებმა ვერ შეძლეს რა სამეფო კარის მსახურთა   დარწმუნება, რომ უკან დაბრუნებულიყვნენ, ამიტომ სასტიკად  გაუსწორდნენ მათ მქადაგებლებს. ვოსკიანები  სომეხთა ეკლესიის პირველი მოწამეები და განდეგილები არიან.   საეკლესიო   კალენდრით,  მათი ხსოვნის დღე აღინიშნება „არაჯავორაც“  მარხვის მომდევნო ხუთშაბათს ან სუქიასიანების ხსოვნის დღესთან ერთად.

წმინდა ატომიანების ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2025-02-17

წმინდა ატომიანების თავდადება ყოველი ქრისტიანისთვის  საუკეთესო მაგალითია.  მათ უფლის დახმარებით და შემწეობით ცხოვრების ყველა სირთულე   გადალახეს.   სომეხი მხედართმთავრები - ატომ გნუნი და მანაჭიჰრ რშტუნი თავიანთი რაზმებით  მსახურობდნენ სპარსეთის სამეფო კარზე  კერპთაყვანისმცემელ იეზდიგერდის მეფობის დროს. მოგვმთავრების წაქეზებით იეზდიგერდი იწყებს  ქრისტიანთა დევნას სპარსეთში   ქრისტიანობის   აღმოსაფხვრელად. ატომიანთა  ქრისტიანი მეთაურები ბრძანებას იღებენ იეზდიგერდისაგან, რომ თავიანთი სამხედრო რაზმებით გამოცხადდნენ სამეფო კარზე, რათა მათ მოსთხოვოს სარწმუნოების შეცვლა. სომეხი მხედართმთავრები თავიდაპირველად დაემორჩილნენ მეფეს, მაგრამ, იცოდნენ რა მეფის მომზადებული ხაფანგის შესახებ, სამშობლოში დაბრუნდნენ და   თავი შეაფარეს ანძევაციაც პროვინციას. წმინდა ატომ გნუნის ნეტარმა ჯარისკაცებმა შეიტყვეს, რომ მათ მისდევდათ სპარსელების მრავალრიცხოვანი ჯარი,  გამხნევებულები იყვნენ რა მთებში მცხოვრები განდეგილის წინასწარმეტყველებითა და ატომის ღამის ხილვით, გადაწყვიტეს სიცოცხლის მოწამებრივად  აღსრულება.  ჯარისკაცები  ლოცულობდნენ და საგალობლებს მღეროდნენ, სპარსელები კი მიუახლოვდნენ, ალყაში მოაქციეს და მუსრი გაავლეს მათ. წმინდა მანრიჭმა კი, თანმხლებ პირებთან ერთად, მიაღწია რშტუნიქამდე და 449 წელს მოწამებრივად აღესრულა.  

წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2025-02-01

წმინდა  ღვთისმეტყველი, იგივე გრიგოლ ნაზიანზელი, დაიბადა  328 წელს კაბადოკიის ქალაქ ნაზიანზთან მდებარე სოფელ არიანზაში,    გრიგოლ  ეპისკოპოსის ოჯახში. მან განათლება მიიღო კესარიაში, შემდეგ ათენში, სადაც  გაიცნო ქრისტიანობის ერთ-ერთი მომავალი უდიდესი ფიგურა - ბასილი კესარიელი.  გარკვეული პერიოდი განდეგილი იყო, შემდეგ დაბრუნდა ნაზიანზში და მამის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდლად, გარკვეული პერიოდის შემდეგ დაადგინეს კაპადოკიაში სასიმას ეპისკოპოსად.  წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი  ბასილი კესარიელთან ერთად    ებრძოდა არიოზის ცრუ-მოძღვრებას. მონაწილეობა აქვს მიღებული ასევე კონსტანტინოპოლის მეორე მსოფლიო კრებაში.   გარდაიცვალა 389 წლის 25 იანვარს.  წმინდა გრიგოლ ნაზიანზელმა დატოვა მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა, რომელიც მეხუთე-მერვე საუკუნეებში ითარგმნა სომხურ ენაზე. სომხური თარგმანის ერთი ნაწილი,    სავარაუდოდ, შესრულებულია მოვსეს ხორენაცის მიერ. წმინდა გრიგოლ ნაზიანზელი არის  ქრისტიანობის  ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოღვაწე, რომელიც იბრძოდა არიანელთა წინააღმდეგ,   ამ ბრძოლით მან ხელი შეუწყო ქრისტიანობის სიწმინდეთა  შენარჩუნებას და თავისი მდიდარი ნაშრომებით დიდი გავლენა იქონია ქრისტიანული თეოლოგიური აზროვნების ფორმირებაზე.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge