Материалы

წმინდა ჰოვანეს კარაპეტის და ჰობ არდარის ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-09-05

ჰოვანეს მკრტიჩი სახარებაში ქრისტეს შემდეგ ყველაზე დიდი პირი და მთავარი მოქმედია. ჰოვნესი, რომელიც იყო დაპირების ვაჟი და დაბადებულიყო მშვენიერ პირობებში, თავისი ყმაწვილობა და ახალგაზრდობა გაატარა მარტოობაში, ღმერთის თანხლებით. როდესაც 30 წლის იყო, შუამავლური მისიით მიეშურება იორდანიის ხეობაში, უფლის დასახვედრად რომ გამზადებულიყო, თავიდანვე მონანიების და სამართლისკენ მოწოდებით: „მოინანიეთ, რადგან ზეციური სამეფო მოახლოვებულია... მონანიების ღირსი საქმეები შეასრულეთ... რადგან ცული ხეების ძირშია. ყველა ხე, რომელიც კეთილ ნაყოფს არ მოიყვანს, იჭრება და ცეცხლში იწვება“ (მატთ. 3: 2-10). სახარებებში იგი გაიგივებულია წინასწარმეტყველი ესაის მხრიდან ნაწინასწარმეტყველი „უდაბნოში ძახილის ხმა“-სთან, რომელიც ამბობს: „გაამზადეთ უფლის გზა და გაასწორეთ მისი ბილიკები“ (მატთ. 3: 3). ჰოვანესის საქმიანობის კულმინაცია იყო იესოს მონათვლა და მისი, როგორც მესიად გამოცხადება. ამ მისიის შემდეგ მეფე ჰეროვდესმა ჰოვანესი დააპატიმრა ძმის ცოლის დაპყრობისთვის მეფისთვის საყვედურის თქმის გამო, ხოლო შემდეგ თავი მოკვეთა. ჰობი, რომელიც ცხოვრობდა მკვდარი ზღვის მიმდებარე მთიან ტერიტორიაზე „სამართლიანი და მორწმუნე ადამიანი იყო, ყველანაირი ბოროტი და დამნაშავე საქმეებისგან განშორებული“ (ჰობ 1: 1). ჰყავდა 7 ვაჟი და 3 ქალიშვილი, იყო მდიდარი, უამრავი მსახურებით გარშემორტყმული, თუმცა სიმდიდრემ იგი უზნეო არ გახადა.

ჰობი ღვთის ნებით მთელი რიგი გამოწვევების წინაშე დადგა: დაკარგა სიმდიდრე, ვაჟები, ავად გახდა, თუმცა მიუხედავად ამისა ცოდვა არ ჩაუდენია ღმერთის წინაშე და მეუღლის უკმაყოფილებებს პასუხობდა: „თუ უფლისგან სიკეთე მივიღეთ, სიბოროტეს რატომ არ უნდა გავუძლოთ?“ (ჰობ 2: 10). ჰობი სამართლებრივად გამოვიდა ყველა ტანჯვისგან და უფრო მეტი კურთევა დაიმსახურა. ჰობის ცხოვრება ჩვენ ორ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებს გვასწავლის. ჯერ სამყრაოს სიბოროტეების გვერდით ყოველთვის გვხვდება სიბოროტის სული, ხოლო ადამიანის ტანჯვები ხელს უწყობენ მის განხორციელებას.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են