წმინდა წინასწარმეტყველების ეზეკიელის, ეზრის და ზაქარიას, ჰოვანეს მკრტჩის მამის ხსენების დღე
- მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-09-03
წინასწარმეტყველობა ძველი აღქმის მნიშვნელოვანი მოვლენებიდან ერთ-ერთს წარმოადგენს. წინასწარმეტყველი ის ადამიანი იყო, ვისაც ღმერთთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა, წმინდა წერილობითი სიტყვით „ღმერთს ესაუბრებოდა“, ან მისგან დავალებებს იღებდა, ან კიდევ ღმერთის მიერ იყო გამოგზავნილი რომელიმე პიროვნების ან ხალხისთვის დავალების მისაცემად. ჭეშმარიტი წინასწარმეტყველის ძირითად ფუქციას წარმოადგენდა უსასყიდლოდ, დამოუკიდებლად, შიშის გარეშე ღვთური სიტყვისადმი მაქსიმალურად ერთგულობა. წინასწარმეტყველობის ავტორი თვითონ ღმერთია. მან მისი გამოცხადება წმინდა სულის შთაგონებით გადასცა ადამიანს, ჯერ იდეებით შთააგონა, შემდეგ ადამიანმა მიღებული იდეები თავისებურად გადასცა ხალხს გონებასთან, გულთან და სულთან შესაბამებით.
ეზეკიელი იერუსალისმის ტაძრის მღვდლებიდან ერთ-ერთი იყო. იერუსალიმის დაპყრობის და განადგურების შემდეგ, ძვ. წ. აღ. 597 წელს, მეფე ნაბუგოდონოსორმა იგი სხვა ისრაელელებთან ერთად ბაბელონში გადაასახლა. ღმერთმა იგი 4 წლის შემდეგ დაიბარა, რომ მისი წინასწარმეტყველი გამხდარიყო. გადასახლების ადგილიდან ეზეკიელი გაფრთხილებებს აძლევს როგორც ბაბელონში გადასახლებულ ებრაელებს, ასევე იერუსალიმში დარჩენილებს. მის გაფრთხილებებს თან ახლდა დამამშვიდებელი და იმედის მომცემი სიტყვები. ეზრის მღვდლობის დასაწყისად ითვლება ძვ. წ. აღ. 397 წელი. მისი უმთავრესი მისია იყო ისრაელელებისთვის უცხოსთან ქორწინების აკრძალვა, რომლებიც ღმერთისგან განშორების ერთ-ერთ გზას წარმოადგენდა და ამავდროულად შლიდა მათ ეროვნულ მახასიათებლებს და აღწერილობას. ეზრმა ასევე შესაბამისობაში მოიყვანა მოვსესის კანონები. ზაქარია ჰოვანეს მკრტჩის მამა იყო, იგი იერუსალიმის ტაძარში მღვდელი იყო. იგი და მისი მეუღლე, ელისაბეთი, რომელიც წმინდა ქალწული მარიამის დედის, ანნას და იყო, წლების მანძილზე უნაყოფო იყვნენ. როდესაც ზაქარიამ სიბერის ასაკს მიღწეული, იერუსალიმის ტაძარში მსხვერპლს იღებდა, ანგელოზი მოევლინა და ამცნო, რომ ვაჟი ეყოლება. ვინაიდან ზაქარიამ ანგელოზის ნათქვამში ეჭვი შეიტანა, ჰოვანეს მკრტჩის დაბადებამდე მეტყველების უნარს დაკარგა. იგი აწამეს ტაძარში, ხმლით მოკლეს წმინდა საკურთხეველის წინ, იმისთვის, რომ ვაჟი ჰეროვდესის ჯარისკაცებს დაუმალა.