Материалы

წმინდა მოწამეების ანტონინეს, თეოფილეს, ანიკიტეს და ფოტინეს ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2019-07-08

წმინდა ანტონინე ცხოვრობდა ალექსანდრიაში, მან არ მოისურვა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა, რის გამოც სასტიკი წამება განიცადა, შემდეგ იგი ცეცხლზე დაწვეს. ნიკომიდელი ორი დიდებული - ანიკიტე და მისი ძმისშვილი ფოტინე, რომლებიც ესწრებოდნენ დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანების დევნის დაწყების შესახებ ქარტიის კითხვას, უშიშარად გამოვიდნენ და იმპერატორის წინაშე ხმამაღლა აღიარეს მათი რწმენა და იქადაგეს მისი სიძლიერე. სამი წლის პატიმრობისა და სასტიკი წამების შემდეგ, კვლავ ერთგულნი რჩებიან თავიანთი რწმენისა, რისთვისაც ნეტარი წმინდანები, სხვა მოწამეებთან ერთად, ცოცხლად დაწვეს.

ლიბიელი დიაკვანი თეოფილე წამებულია კერპთაყვანისმცემელ მაქსიმინუსის მეფობის დროს, ქრისტეს რწმენის უშიშრად ქადაგებისათვის.

ამ წმინდანების ხსენების დღე სომხურ სამოციქულო ეკლესიაში აღინიშნება სულთმოფენობის შემდეგ, მეოთხე კვირა დღის მომდევნო ორშაბათს.

  • Created on .
  • Last updated on .
  • Hits: 103

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
+995322754111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.