Материалы

ახალგაზრდებისა და სიყვარულის მფარველი სურბ სარგის მხედართმთავრის ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2025-02-15
ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II-ის კურთხევით, სურბ სარგის მხედართმთავრის დღე გამოცხადებულია ახალგაზრდების კურთხევის დღედ. სურბ სარგის მხედართმთავარი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წმინდანია. მის  ვაჟთან - მარტიროსთან  და 14 ჯარისკაცთან ერთად იგი აწამეს ქრისტიანული რწმენისათვის.  სიმამაცისათვის სურბ სარგისი  იმპერატორ კონსტანტინე დიდის (285-337)   მიერ დაინიშნა მთავრად  და მხედართმთავრად. იგი არა მარტო შესანიშნავი მეთაური იყო, არამედ დიდი მქადაგებელი. იგი სარგებლობდა იმპერატორის კეთილგანწყობით და მის მფლობელობაში მყოფ ქალაქებში  ანადგურებდა წარმართულ  ტაძრებს, აშენებდა ქრისტიანულ ეკლესიებს  და ავრცელებდა ქრისტიანობას. როდესაც იულიანე განდგომილის (360-363) მეფობის დროს დაიწყო ქრისტეს ეკლესიის დევნა,  ღვთიური გამოცხადებით სურბ სარგისმა მიიღო ბრძანება, დაეტოვებინა  იმპერიის საზღვრები. იგი თავის  ვაჟთან  მარტიროსთან ერთად ქრისტიანულ სომხეთში გადავიდა, სადაც მეფობდა ტირანი - ტრდატ მეფის შვილიშვილი - ხოსროვის ვაჟი.

სომეხთა მეფემ  შეიტყო, რომ იულიანე დიდი ლაშქრით სპარსეთისკენ დაიძრა, თავის  ქვეყანაზე თავდასხმის საფრთხის ასაცილებლად, სარგისს   შაპუჰთან სამსახურში შესვლისკენ მოუწოდა. შაპუჰმა  სიამოვნებით   მიიღო სურბ სარგისი და იგი დანიშნა  სამხედრო გაერთიანებული რაზმების მეთაურად.  მხედართა უმეტესობამ, ხედავდა რა, რომ  ბრწყინვალე სამხედრო ლიდერი როგორი   ერთგული იყო ღვთისა, რომ უფალი მისი ლოცვით სასწაულებს ახდენდა, უარყო  კერპთაყვანისმცემლობა და ქრისტიანული სარწმუნოება აღიარა.

შაპუჰი კი სურბ სარგისისაგან ცეცხლის თაყვანისცემას და კერპებისთვის მსხვერპლშეწირვას მოითხოვდა. მხედართმთავარმა უარი განაცხადა და თქვა, რომ თაყვანს სცემს მხოლოდ ერთ  ღმერთს და წმიდა სამებას,   რომელმაც შექმნა ცა, დედამიწა და  ცეცხლი, ხოლო კერპები არ არიან ღმერთები, მიწიერ  ადამიანს მათი განადგურება შეუძლია. ამ სიტყვების შემდეგ სურბ სარგისმა გაანადგურა   ბაგინი.  გაბრაზებული ბრბო თავს დაესხა სარგისსა და მის ვაჟს. მისმა ვაჟმა - წმინდა მარტიროსმა მოწამებრივი გვირგვინი მიიღო. სურბ სარგისი ციხეში ჩასვეს, იგი ურყევი დარჩა   რწმენაში, რისთვისაც თავი მოჰკვეთეს.  სიკვდილის შემდეგ მის სხეულს ნათელი სხივი დაადგა.   მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე სურბ სარგისის 14-მა ერთგულმა  ჯარისკაცმაც. მორწმუნეებმა მათი სხეულები მიწას მიაბარეს ქალაქ ამიანში. სურბ სარგისი სომეხი ხალხის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წმინდანია. შემთხვევითი არ არის, რომ მოძღვარმა წმინდა მესროპ მაშტოცმა მისი წმინდა ნაწილები  ჩამოაბრძანა კარბიში (აშტარაკის რაიონი) და ამ ადგილას ნეტარის სახელზე ეკლესია ააშენა.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են