Материалы

მნეს კვირა

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2020-03-15

დიდი მარხვის მეოთხე კვირას მნეს კვირა ეწოდება, დღის საიდუმლო აიხსნება უსამართლო მნეს არაკით. ამას მოიხსენიებს მხოლოდ ლუკას სახარება. არაკის შინაარსი შემდეგია: ერთ მდიდარ კაცს ჰყავდა მნე. ამბავი მოუტანეს, რომ მნე ანიავებდა მის ქონებას. დაიბარა და ანგარიში მოსთხოვა. მნე ფიქრობდა: „რა ვქნა, პატრონი მართმევს სამნეოს“. დაიბარა თავისი ბატონის ყველა მოვალე და მათ დაუთმო ვალის ნაწილი. შეაქო ბატონმა უსამართლო მნე, ხერხიანად რომ მოიქცა. ერთი შეხედვით, თითქოს, წინააღმდეგობა არის ამ ქებაში. მაგრამ, უსამართლო მმართველმა მოვალეებს უბოძა ის, რაც თავის სასარგებლოდ ეწერა, ვალის ბოძებით არანაირი ზიანი არ მიაყენა პატრონს. რადგან ამ სოფლის ძენი ნათლის შვილებზე მოხერხებულნი არიან თავიანთ მოდგმაში. და მეც გეუბნებით თქვენ: შეიძინეთ მეგობრები უსამართლობის მამონისგან, რომ, როცა გაღარიბდებით, მიგიღონ საუკუნო სავანეში. მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია; და ვინც მცირედშიც უსამართლოა, ბევრშიც უსამართლოა. ჰოდა, თუ უსამართლო მამონას არ უერთგულეთ, ჭეშმარიტს ვინ განდობთ? და თუ სხვისას არ უერთგულებთ, თქვენსას ვინ მოგცემთ? არც ერთ მსახურს არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს. ან იმ ერთს შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც!“. სანაქებოა უარის თქმა, რაც ზუსტად მარხვის აზრია.

მარხვა ადამიანს სძენს რაიმე ცდუნებაზე უარის თქმის უნარს, საიდანაც იწყება თვითშეკავება. არაკის ალეგორიული მნიშვნელობა ისაა, რომ მდიდარი კაცი უფლის განსახიერებაა, მნე კი - ცოდვილის, ვინც დიდი დროის მანძილზე ანიავებს უფლის ბოძებულს იქამდე, სანამ უფალი მას პასუხსაგებად არ იბარებს. უსამართლო მმართველი ასახიერებს ყველა იმას, ვინც მოინანია, მიუტევა მევალეებს და გახდა ანგელოზთა და სამართლიანთა საყვარელი.

  • Created on .
  • Last updated on .
  • Hits: 281

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
+995322754111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.