Материалы

წმინდა გრიგოლ განმანათლებლის საშინელი წვალებებისა და ხორ ვირაპში (მიწისქვეშა საპყრობილეში) შესვლის ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-03-16

პირველი სომეხი კათოლიკოსის წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ხსენების დღე სამი ხსენების დღიდან ერთი-ერთია და წლის განმავლობაში - პირველი. სომეხთა სამოციქულო   ეკლესიის კალენდრით, აღინიშნება დიდი მარხვის მე-6 კვირა დღის წინა შაბათ დღეს.  დღესასწაული აღინიშნება ხორ ვირაპში წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ტანჯვის ხსენების ნიშნად. 

 ისტორიული წყაროების თანახმად, წმინდა გრიგოლ განმანათლებელი მთავარ ანაკ პართევის შვილი იყო. ანაკ პართევმა მოკლა არშაკუნიანთა მეფე ხოსროვი, შემდეგ იგი თვითონ სომეხმა   მთავრებმა მოკლეს. მისი  შვილი, გრიგოლი, გაიზარდა და განათლებას მიიღო  კესარიაში, როგორც ღრმად მორწმუნე ქრისტიანმა, მოგვიანებით კი გახდა ხოსროვ მეფის შვილის - ტრდატ მეფის  სამეფო კარის   მწიგნობართუხუცესი. თუმცა, როდესაც  შეიტყო, რომ გრიგოლი ქრისტიანია, თანაც მეფის მკვლელის  შვილი, ტრდატმა იგი აწამა და გამოკეტა ხორ ვირაპის მიწისქვეშა საპყრობილეში.    IV საუკუნის მსოფლიო ეკლესიის   პატრიარქი წმინდა იოანე ოქროპირი  წმინდა გრიგოლ განმანათლებელზე წერდა:    "გახსოვდეთ მისი მოთმინება   მიწისქვეშა საპყრობილეში ... სიტყვით აუწერელია მისი გაჭირვება,   ის ცხოვრობდა მორიელებსა  და მცოცავებში, სადაც   არც თანამოსაუბრე   ჰყავდა, არც მეგობარი, არც დამხმარე, არც მოსამსახურე.   დიდი თავშეკავებით, მოთმინებით,  თითქოს საფლავში ცოცხლად იმყოფებოდა, უსახლკაროდ, შიშველი, ზაფხულის სიცხესა და ზამთრის ყინვაში, იმიტომ რომ იგი ღმერთთან იყო ახლოს”. ხორ ვირაპში 13 წლის წამების შემდეგ წმინდა გრიგოლ განმანათლებელი გამოდის მიწისქვეშა საპყრობილიდან,  ქრისტეს ნათელს ავრცელებს სომეხთა ქვეყანაში, ამით ხდება სახელმწიფოებრივად აღიარებული  სომეხთა ეკლესიის პირველი პატრიარქი.  წმინდა გრიგოლ განმანათლებლის,  როგორც საერთო ქრისტიანი წმინდანის, ხსენებას აღნიშნავენ  სხვა ქრისტიანული ეკლესიებიც.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են