Материалы

იესო ქრისტეს ამაღლების დღესასწაული

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2023-05-18

საუბრობდა რა მოწაფეებთან, ქრისტემ გამოიყვანა ისინი ბეთანიის მიმართულებით, ელეონის მთაზე, შემდეგ ხელები ცისკენ აღაპყრო და აკურთხა შეკრებილნი. კურთხევისას თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება იწყო, მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა.   

აღდგომიდან მე-40 დღეს  ჩვენი უფალი იესო ქრისტე ამაღლდა ზეცად.     სომხური სამოციქულო ეკლესია განსაკუთრებული სიხარულით აღნიშნავს ამ ფაქტს.  ყველა ეკლესიაში აღევლინება წმინდა წირვა. ამაღლების დღესასწაული მოძრავია,     30 აპრილიდან 3 ივნისამდე პერიოდში აღინიშნება, ყოველთვის ხუთშაბათ დღეს.  ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა.   იგი მოწაფეებს ასწავლიდა „სასუფევლის საიდუმლოებებს“, რომელნიც მაცხოვრის აღდგომამდე მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო.  

"მე მომეცა მთელი ძალაუფლება ზეცაში და დედამიწაზე. ამიტომ წადით და დაიმოწაფეთ ყველა ადამიანი, მონათლეთ ისინი მამის, ძისა და სულიწმინდის სახელით. ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც მე გამცნეთ. და აჰა, მე თქვენთან ერთად   ვარ ყოველთა დღეთა, სამყაროს დასასრულამდე“ (მათ. 28:18-20).

ქრისტეს ამაღლების შესახებ სახარებაში მოწმობენ მარკოზი და ლუკა, მსგავსი მოწმობები არის მოციქულთა საქმეებშიც: ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, ეჩვენა მათ ორი კაცი, თეთრად შემოსილნი, რომელთაც უთხრეს: „კაცნო, გალილეველნო, რაისა სდგათ და ჰხედავთ ზეცად. ესე იესო რომელი ამაღლდა თქვენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად“ (საქ. მოც. 1, 9-11), მოწაფეები სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში, სულიწმიდის მომლოდინენი, განუწყვეტლივ ლოცვაში იყვნენ, ადიდებდნენ და მადლობდნენ ღმერთს.  

ამაღლების დღესასწაულს თან ახლავს ხალხური დღესასწაულები, რომლებსაც ზოგან „ჯანგიულუმს“ უწოდებენ. ძველად ამაღლების ზეიმობა იწყებოდა წინა ოთხშაბათიდან. ზოგან ამ დღესასწაულს „ბარბარეს კვირას“ უწოდებდნენ. ქალწული ბარბარე გაექცა   კერპთაყვანისმცემელ  მამას და   თავი შეაფარა არაის მთის გამოქვაბულებს. მამა დაედევნა ქალიშვილს, აღმოაჩინა  თავშესაფარში და მოკლა იგი.   სიკვდილის წინ ბარბარემ    სთხოვა ღმერთს, რომ ჩუტყვავილათი და წითელათი დაავადებული  ბავშვები განიკურნონ მისი   სახელით. ღმერთი ასრულებს მის   თხოვნას და იმ მშობლების შვილები, ვინც   ლოცულობს ბარბარეს სახელით, მალე განიკურნებიან ამ დაავადებებისაგან. 

ეს გამოქვაბული სამლოცველოდ არის ქცეული. გამოქვაბულის კედლებიდან  მუდმივად წყალი ჩამოედინება, რომელსაც, ხალხის თქმით, აქვს სამკურნალო თვისება. ხალხი დარწმუნებულია, რომ ეს წყალი ბარბარე ქალწულის ცრემლებია.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են