Материалы

წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ნაწილების აღმოჩენა

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2023-06-24

წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ნაწილების აღმოჩენა სომეხთა უდიდესი   წმინდანის ხსოვნისადმი მიძღვნილ  სამ დღესასწაულთაგან ერთია. გადმოცემის თანახმად, წმინდა გრიგოლ განმანათლებელმა   სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა განმარტოებით, სეპუჰის მთის მანეს მღვიმეში, სადაც გარდაიცვალა  326 წელს. მისი ცხედარი იპოვეს მწყემსებმა, რომლებმაც  ვერ იცნეს გარდაცვლილი კათოლიკოსი და მისი   სხეული  დაფარეს ქვების გროვის ქვეშ. შემდეგ გრიგოლ განმანათლებელი   ხილვით აცნობებს  თავის მოწაფე  გარნიკ ბასენცის მისი წმინდა ნაწილების ადგილს,   რის შემდეგაც კათოლიკოსის წმინდა ნაწილებს გადააბრძანებენ და დაასვენებენ გარანაღის პროვინციის სოფელ თორდანში. წმინდა გრიგოლ განმანათლებლის წმინდა ნაწილები ყველა   ქრისტიანული ეკლესიის  ყველაზე დიდ სიწმინდეთაგანია. სომეხთა კათოლიკოსის წმინდა ნაწილების ერთი ნაწილი, როგორც წმინდა რელიქვია,  გადაასვენეს ვაღარშაპატში,  ბიზანტიასა და იტალიაში. წმინდა ეჯმიაწინის მთავარ საკათედრო  ტაძარში  ინახება სომეხთა  ეკლესიის    ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიწმინდე - განმანათლებლის წმინდა  მარჯვენა,   რომლითაც იკურთხება  წმინდა მირონი. წმინდა გრიგორ განმანათლებლის ნაწილების აღმოჩენის დღესასწაული აღინიშნება სულთმოფენობის დღესასწაულის შემდეგ მეოთხე შაბათ დღეს. ამ დღეს ყველა ეკლესიაში აღევლინება საღმრთო ლიტურგია.  დღესასწაულს წინ უძღვის ერთკვირიანი მარხვა და წინასადღესასწაულო ცერემონია - ნახატონაკი.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2023 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են