ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყუთის აღმოჩენის დღესასწაული
- მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-06-23
გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყუთი აღმოაჩინა ორმა ბერძენმა მთავარმა, რომლებიც იერუსალიმში მოსალოცად მიემართებოდნენ და გალილეიაში ერთ ებრაელ ქალთან დაინახეს ყუთი, რომლის ძალით ავადმყოფები განიკურნებოდნენ. მათ ყუთი შეცვალეს ზუსტი ასლით, რომელიც წინასწარ მოამზადებინეს, ორიგინალი კი ჩაიტანეს კონსტანტინოპოლში და ჩააბარეს კონსტანტინოპოლის პატრიარქს. პატრიარქმა ყუთი მოათავსა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიაში და დააწესა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყუთის აღმოჩენის დღესასწაული. ამ დღესასწაულის აღნიშვნა სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ დაიწყო XVIII საუკუნიდან, სიმონ პირველი ერევანცი კათოლიკოსის განკარგულებით.