Материалы

წმ. მარიამ ქალწულის დაბადება ანნასგან

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-09-08

წმინდა ღვთისმშობლის დაბადება ბიბლიაში არ არის აღწერილი, იგი ჩვენ გადმოგვეცა ეკლესიის უწმინდესი წესით. ქალწულის მშობლებს, ჰოვაკიმს და ანნას დიდი ხნის განმავლობაში შვილი არ უჩნდებოდათ, რადგან უკანასკნელი უნაყოფო იყო. ერთ დღეს, როდესაც ანნა ბაღში ჩადის სალოცველად, მოულოდნელად ჩნდება უფლის ანგელოზი და ატყობინებს, რომ შვილი ეყოლება, რომელსაც ყველა ერი პატივს მიაგებს. ანნა მადლობას უხდის ღმერთს, რომ მოუსმინა მისი ლოცვების ხმას და შეიცოდა იგი. იგი პირობას დებს, რომ თავის შვილს ღმერთს აჩუქებს. იგივე ეს ხილვა ევლინება ჰოვაკიმს. წმინდა ქალწულის მამაც მადლობას უხდის ღმერთს ამ დიდი შნოს მიღებისთვის და თავის ძროხებს და ცხვრებს წირავს და ურიგებს ღარიბებს. ანნა ორსულდება, გააჩენს გოგონას, რომელსაც მარიამს დაარქმევენ, ანუ განმანათლებელს. იგი იყო ის რჩეული სამყაროზე, რომელსაც ღმერთმა თავისი სათნოების და ღირსებებისთვის ღვთის დედად ქცევის შნო უბოძა. იგი დაიტანჯა თავიცი ვაჟისთვის, თუმცა არასდროს შეშინდა და არ დაუპირისპირდა ღმერთს, მან კარგად იცოდა ღმერთისგან მიღებული მისიის აუცილებლობა. იგი სათნოების, მორწმუნე დედის, ოჯახური სიწმინდის შენარჩუნების განსახიერებაა. სომხური ეკლესია ღვთისმშობლის დაბადების დღესასწაულს უცვლელად, 8 სექტემბერს აღნიშნავს.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են