Материалы

წმინდა სევერიანე სებასტიელის, წმინდა ბაბელა მოხუცის და მისი ოთხმოცდაოთხი მოსწავლის ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-10-29

წმინდა სევერიანე  († 320) იყო ცნობილი მხედართმთავარი მცირე ჰაიქის სებასტიის სამეფო  არმიაში, ლუკიანე იმპერატორის დროს. როცა „სომხური   ლეგიონის" სახელწოდებით ლეგიონის  40 ქრისტიანი ჯარისკაცი  დააპატიმრეს, წმინდა სევერიანე ეწვია მათ და ზრუნვა  გამოიჩინა. მათი წამების   შემდეგაც კი იცავს იგი  ქრისტიანებს   და აკრიტიკებს თანამდებობის პირებს, რომლებიც დევნიდნენ უდანაშაულო ქრისტიანებს. იგი   სასამართლოში მიჰყავთ, აწამებენ. მან მოწამის გვირგვინი დაიდგა.     

წმინდა ბაბელა მოხუცი († 298) მასწავლებელი იყო  ნიკომიდიაში, მაქსიმინუს   იმპერატორის დროს, სადაც ქრისტიან ბავშვებს წმინდა წიგნს ასწავლიდა.   წარმართებმა შეატყობინეს იმპერატორს, რომ იგი ბავშვებს წმინდა წიგნსა და ქრისტიანულ ღვთისმოსაობას უქადაგებდა. როცა იმპერატორმა ჰკითხა, თუ რატომ ასწავლიდა ბავშვებს უცხო სარწმუნოებას და არა ჩვენსას, მან უპასუხა,  რომ  ქრისტიანობაა ჭეშმარიტი სარწმუნოება.   იმპერატორის  ბრძანებით მოხუცს საპყრობილეში სვამენ, აწამებენ, ცდილობენ ბავშვების    დარწმუნებას, რომ   თაყვანი სცენ კერპებს, მაგრამ ისინი პასუხობენ: "ჩვენ არასდროს ვცემთ  თაყვანს უსულო ქვის ქანდაკებებს." მას შემდეგ მასწავლებელსაც და  მოსწავლეებსაც თავს ჰკვეთენ. 

სამოსატში წამებული ჰიპირიქიანების ხსენების დღე -  წმინდა ჰიპირიქიანები -  შვიდი მოწამე   მცირე ჰაიქის ქალაქ სამოსატიდან, ცხოვრობდნენ მესამე-მეოთხე საუკუნეებში. ქალაქის კერპთა თაყვანსაცემად მოწყობილ დღესასწაულზე სახლში ლოცულობდნენ. ამ დროს მათ ეწვია ხუთი    წარმართი   მეგობარი, რომლებმაც ჰკითხეს, თუ რატომ არ იღებდნენ მონაწილეობას დღესასწაულში. პასუხად ისინი ქრისტიანულ  სარწმუნოებას ქადაგებდნენ, რის შემდეგ წარმართებიც კი აღიარებენ ქრისტიანობას. ისინი წაიყვანეს სასამართლოში, მაგრამ ყველა ურყევი დარჩა თავის რწმენაში და მიიღო მოწამებრივი გვირგვინი.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են