Материалы

დღესასწაული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებისა

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2021-11-21

მარიამი სამი წლის გახდა და დაუდგა ჟამი მშობლებთან განშორებისა. წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას კარგად ახსოვდათ მთავარანგელოზის ნათქვამი და გადაწყვიტეს, საზეიმოდ, როგორც მესიის დედას ეკადრებოდა, მიეყვანათ ტაძრად მხოლოდშობილი, სადაც რჩება გათხოვებამდე.  

დღესასწაულის დამტკიცება უკავშირდება იმ ტაძარს, რომელიც  ააშენა იუსტინიანე იმპერატორმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საპატივცემულოდ ძველი ებრაული ტაძრის ადგილზე, მორიას. ტაძრის კურთხევა გაიმართა  543 წლის 21 ნოემბერს. 638 წელს  იუსტინიანეს მიერ აგებული ტაძარი გადაკეთდა მუსსლიმურ  მეჩეთად, და  მას შემდეგ    დღესასწაული გავრცელდა მთელ ქრისტიანულ სამყაროში. წმინდა მარიამის ტაძრად მიყვანების დღესასწაული სომხურ ეკლესიაში აღინიშნება XVIII საუკუნიდან. დღესასწაული სომხური სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთი უძრავი დღესასწაულია.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2021 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են