მირქმა. ორმოცი დღის იესოს ტაძრად მიყვანის დღესასწაული
- მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-02-14
ამის შესახებ მოგვითხრობს ლუკას სახარება. შობიდან მეორმოცე დღეს ხდებოდა ტაძრად ყრმის მიყვანა და მის სახელზე მსხვერპლის შეწირვა. მდიდრები სწირავდნენ თავისი ქონებიდან უმეტესს, შეიძლებოდა ეს ყოფილიყო ცხვარი, ხოლო ღარიბები სწირავდნენ თავიანთი ქონების ნახევარზე ნაკლებ მსხვერპლს, ეს იყო ორი მართვე. როგორც ცნობილია, მაცხოვრისათვის იოსებმა შესწირა ორი ფრინველი, როგორც ღარიბი ოჯახის უფროსმა. წინასწარმეტყველ სვიმეონ მიმრქმელს ჰქონდა ჩვენება, რომ მანამ არ მოკვდებოდა, სანამ არ იხილავდა ქვეყნად მოსულ მაცხოვარს, შემდეგ კი აღესრულებოდა. მართლაც, ამ დღეს მან იხილა რა მაცხოვარი, მიირქვა მკლავთა თვისთა, აიყვანა ხელში. სვიმეონ მიმრქმელმა იხილა ჩვენებით მოსული ყრმა, ქალწულისაგან შობილი, ვისგანაც მან შენდობა უნდა ითხოვოს. - მართლაც საოცარია სვიმეონ მიმრქმელის სიტყვები „აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი…“ ანუ მან აღიარა იესო მაცხოვრად, ქალწულისაგან შობილი მესია.
ძველი აღთქმის ეს ტრადიცია ახალი აღთქმის ეკლესიაშიც აღესრულება. ამ დღეს ყოველი ახალშობილი ინათლება.
სომეხთა სამოციქულო ეკლესია მირქმის ან 40 დღის იესოსადმი ტაძრად მიგებებას ზეიმობს ნათლისღებიდან 40 დღის შემდეგ - 14 თებერვალს.
სომეხთა ეკლესიის წესის თანახმად, წინა დღეს, საღამოს, ღვთისმსახურების შემდეგ აღესრულება წინასადღესასწაულო ცერემონია, რომლის დასასრულს სრულდება სახლის კურთხევის რიტუალი, იკურთხება სამყაროს ოთხი მხარე. სახლკურთხევას მოყვება სანთლების კურთხევის ცერემონია. ეკლესიის კანდელებიდან აღებული ცეცხლით ეკლესიების ეზოებში ანთებენ კოცონს, ქრისტეს სინათლის სიმბოლოდ. ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის კურთხევით, მირქმის დღესასწაული გამოცხადებულია ახალდაქორწინებულთა კურთხევის დღედ. დღესასწაულის აღსანიშნავად ეკლესიაში მიდიან ის წყვილები, რომლებმაც ჯვარი დაიწერეს უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში. თუ მირქმის დღესასწაული ემთხვევა დიდი მარხვის პერიოდს, საღმრთო ლიტურგიის დროს იხსნება ტაძრის წმინდა საკურთხევლის ფარდები.