წმ. ღვთისმშობლის მიძინება
- მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-08-18
სომხური სამოციქული ეკლესია, დიდი ზეიმით აღნიშნავს წმ. ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს. იგი სომხური ეკლესიის ხუთი ძირითადი დღესასწაულებიდან მეოთხეა და ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი დღესასწაულებიდან ყველაზე ძველი.
ბიბლიაში ღვთისმშობლის შესახებ ინფორმაცია არასრულად არის გადმოცემული, ხოლო მისი ცხოვრების სხვა დეტალები, აგრეთვე მიძინების ისტორია შენარჩუნდა და ჩვენამდე მოაღწია ეკლესიის უწმინდესი ტრადიციების საშუალებით.
ტრადიციის თანახმად, წმ. ქალწული ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ იერუსალიმში ცხოვრობდა, მას ჰოვანეს მახარობლი უვლიდა. 12 წლის განმავლობაში ღვთისმშობელი მარხვით ხშირად სტუმრობდა თავისი ვაჟის საფლავს და განუწყვეტივ ლოცულობდა. ვიზიტებიდან ერთ-ერთის დროს მას მოევლინა გაბრიელ მთავარანგელოზი და შეატყობინა მიწიერი სამყაროდან ზეციურ იერუსალიმში გადანაცვლების ამბავი. დღვთისმშოელმა ეს კეთილი ამბავი თავის ნათესავებს და დანარჩენ ყველა ქრისტიანს განუცხადა, გეთსემანიაში დაკრძალვის მოთხოვნით. წმ. ქალწულმა ჰოვანესს სთხოვა, რომ წმ. წირვა აღავლინოს, რომ ბოლოჯერ მიიღოს წმ. ზიარება. ზიარების შემდეგ ღვთისმშობელი Վերնատուն წავიდა. სანამ მოციქულები ტიროდნენ, ჰოვანესმა აიღო ერთი ფიცარი და მისცა ღვთისმშობელს და სთხოვა, რომ მან თავისი გამოსახულება აღბჭდოს მასზე. ღვთისმშობელმა აიღო ფიცარი, პირჯვარი გადაიწერა და სახეზი მიიდო, შემდეგ ცრემლებით დაასველა და ღმერთს შესთხოვა, რომ ამ ფიცრის საშუალებით ადამიანები განიკურნონ სხვადასხვა დაავადებებისგან. როდესაც მოციქულები ღღვთისმშბლის გარშემო დადგნენ, ერთი აუღწერელი სინათლე გამოჩნდა. ოთახის ზედა ნაწილში გამოჩნდა ქრისტე, ანგელოზებთან ერთად. ვაჟის დანახვისთანავე, ღღვთისმშობელი მიიცვალა.
წმ. ქალწულის მიწიერი ცხოვრების დასასრულს ეკლესია სიკვდილით კი არა გასაგები რომ იყოს, ზეცაში გადანაცვლებას უწოდებს. წმინდა ბართუზიმეოს მოციქული, რომელიც გასვენებას არ ესწრებოდა, იერუსალიმში დაბრუნების შემდეგ, მოისურვა ღვთისმშობლის ბოლოჯერ ნახვა. მოციქულებმა მისი თხოვნით გახსნეს საფლავი, თუმცა დღვთისმშობლის სხეული იქ აღარ იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ იესომ თავისი პირობის თანახმად, დედამისი ზეცაში წაიყვანა. მოციქულებმა ფიცარზე აღბეჟდილი გამოსახულება ბართუღუმეოსს გადასცეს, როგორც ნუგეში. წმ. მოვსეს ხორენაცის თანახმად, სომხეთის პირველ განმანათლებელს იგი სომხეთში, ანძევციაცის დარბნოცად წოდებულ ადგილზე მოაქვს, სადაც შემდგომში ღვთისმშობლის საპატივცემლოდ, ეკლესია და დედათა მონასტერი დაფუნძნდა. დღთისმშობლის მიცვალების დღეს, წმ. წირვის შემდეგ, ვაზის კურთხევა ხდება. იხურთხება ასევე წლის მთლიანი მოსავალი. სომხური ეკლესია საუკუნეების განმავლობაში დიდი პატივს სცემს ღვთისმშობელს და ღმერთის დედად ყოფნის გარემოებას. ხოლო სომეხი ქალისთვის წმინდა ქალწული სათნოების, ერთგული დედის, სიწმინდის შენარჩუნების განსახიერებაა.