ნიკეას წმინდა კრების 318 ეპისკოპოსის ხსენების დღე
- მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-09-07
ქრისტეს ეკლესიის ისტორიაში პირველი მსოფლიო საელკესიო კრება 325 წელს, კოსტანდინოს დიდი მეფის განკარგულებით, კ. პოლისთან მდებარე ქალაქ ნიკეაში გაიმართა. კრებას ესწრებოდნენ მსოფლიო საქრისტრიანოს 318 წარმომადგენელი ეპისკოპოსი. მსოფლიო კრების ჩატარების მიზეზი ალექსანრიის არიოს სახელით ხანდაზმული პირი იყო, რომელიც უარყოფდა ქრისტეს ღვთაებრიობას და თანასწორობას მამა ღმერთთან. იგი ქადაგებდა, რომ ქრისტე შეიქმნა დროების და საუკუნეების წინ მამა ღმერთის სურვილით, იმისთვის, რომ მისი მეშვეობით შესრულდეს ღვთისმსახურება. ერთადერთი მარადიული, მამა ღმერთია. ვაჟი სამყაროს მოევლინა არა მამის ბუნებიდან, არამედ არაფრისგან. იყო დრო, როდესაც ვაჟი არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვაჟმა მიიღო მამა ღმერთის შნო და ნაშვილები აღმოჩნდა, არ არის უხრწნელი, როგორც მამა. არიოსის ეს განაჩენები ფაქტობრივად უარყოფს ქრისტეს ღვთიურობას, საფრთხის ქვეშ აყენებს მთელ ქრისტიანულ მოძღვრებას. არიოსის წინააღმდეგ გამოდის ალექსანდრიის არქეპისკოპოსი ალექსანდრი. იგი თავის ქადაგებებში ხაზს უსვამს იმას, რომ ღმერთი მარადიულია, მარადიულია ასევე ვაჟი, მამა და ვაჟი ერთდროულად არსებობენ. მამა ვაჟს არ ტოვებს არ ერთი წამით, ყოველთვის იყო მამა, ყოველთვის იყო ვაჟი. ამ მსოფლიო კრებაზე არიოსის ცრუსწავლება დაიგმო. ნიკეას პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებას ესწრებოდა ასევე წმინდა გრიგორ განმანათლებლის ვაჟი, არისტაკესი.
კრებაზე მიღებული დოგმატური საკითხი, წმინდა არისტაკეს ეპისკოპოსმა სომხეთში ჩამოიტანა, წარუდგინა მამამისს, წმ. გრიგორ განმანათლებელს. უკანასკნელმა დაამატა „ხოლო ჩვენ փառաւորեսցուք...” ნაწილი. ნიკეაში მიღებულ გადაწყვეტილებას და განმანათლებელის დამატებულ ნაწილს დღემდე უცვლელად იყენებენ სომხური ეკლესიის რიტუალში. არისტაკესმა სომხეთში ჩამოიტანა ასევე ნიკეას კრებაზე მიღებული 20 კანონი, რომლებიც ასევე იქნა დამტკიცებული წმინდა გრიგორ განმანათლებლის მიერ.