Материалы

წმინდა აკეფსიმე ეპისკოპოსის, წმინდა იოსებ ხუცესის, აითალე დიაკონის და წმინდა პლატონის ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-11-05

წმინდა აკეფსიმე ეპისკოპოსი, წმინდა იოსებ ხუცესი და აითალე დიაკონი IV საუკუნეში აწამეს. წმინდა მოწამე აკეფსიმე ეპისკოპოსი სპარსეთის ქალაქ ლაესონის ეკლესიას განაგებდა. მეფე შაპუჰ მეორემ  ქრისტიანი ღმრთისმსახურების დროს მოძებნა და მისი სიკვდილით დასჯა ბრძანა. შეიპყრეს ეპისკოპოსი აკეფსიმე, რომელიც იმ დროს ოთხმოცი წლის მოხუცი იყო. გადმოგვცემენ, რომ, როცა ნეტარი დააკავეს, ერთმა ნაცნობმა მოახერხა, მას მიახლოებოდა და წასჩურჩულა, დაებარებინა, თუ ვის უტოვებდა სახლს. წმიდანმა უპასუხა: „ჩემო მეგობარო, უცნაური და უგნური საქმეა ამ მწირ ნაგებობაზე ზრუნვა მაშინ, როცა ზეცათა მეუფე მიბრძანებს გადასახლებას დიდების სახლში, რომელ არს ცათა შინა“. უფლის რჩეული ქალაქ არბელაში მზის კერპის ქურუმის სამსჯავროზე წარადგინეს. ნეტარმა უარი განაცხადა სპარსთა ღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე, რისთვისაც სასტიკად სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. მეორე დღეს, სასტიკი წამების შემდეგ, მასთან გამოამწყვდიეს სამოცდაათი წლის ხუცესი იოსები და დიაკონი აითალეც. სამი წელი იტანჯებოდნენ წმიდანები ტყვეობაში.

წმინდა პლატონი დაიბადა ღრმად მორწმუნე ქრისტიანთა ოჯახში, ანკვირიაში.   საზრდოობდა და აღიზარდა   სახარების მცნებებით.  ადრეული ასაკიდან  დაკარგა მშობლები, გაყიდა თავისი ქონება, ფული დაურიგა ღარიბებსა და გაჭირვებულებს და თავი მიუძღვნა ღვთის სიტყვის გავრცელებას. ქრისტიანობის ქადაგებისთვის დააპატიმრეს და აწამეს. მოსამართლემ ვერაფრით ვერ შეძლო მისი დარწმუნება, რომ უარი ეთქვა ქრისტიანობაზე და კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა, იგი აწამეს და თავი მოჰკვეთეს IV საუკუნის პირველ მეოთხედში.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են