Материалы

წმინდა ანდრია და წმინდა ფილიპე მოციქულთა ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-11-16

გადმოცემის თანახმად, სანამ იესო ქრისტეს მიმდევარი გახდებოდა, წმინდა ანდრია    იყო წმინდა იოანე ნათლისმცემლის მოწაფე. ანდრია პირველწოდებული იყო იესოს პირველი მოწაფე (მათ.4:18). თავიდან მოციქული ქადაგებდა იუდეას სამარიაში, ასევე ღაზაში. ღაზადან გადავიდა პალესტინის ქალაქ ლიდაში, შემდგომ გადავიდა ანტიოქიაში და იქედან ედესაში. უკანასკნელი ქალაქი, სადაც მოციქულმა იქადაგა, ქალაქი პატრა (საბერძნეთი) იყო, წმიდანის ლოცვით ამ ქალაქში უამრავი ადამიანი განიკურნა და მოექცა ქრისტეს სჯულზე, მაგრამ ქალაქის თავი   კვლავ ერთგული რჩებოდა ცრუ ღვთაებისა. უღმრთო ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. სიკვდილის წინ წმინდა ანდრიამ დალოცა მის წინ შეკრებილი მორწმუნეები და მიაბარა თავისი ნეტარი სული ღმერთს.   

ფილიპე მოციქული,   თორმეტ მოციქულთაგანია, წარმოშობით გალილეის ქალაქ ბეთსაიდიდან იყო. წმინდა მოციქულის იოანე ნათლისმცემლის თანამემამულე  და  მოწაფე. ქადაგებდა მცირე აზიაში და როდესაც მოციქული ფრიგიაში, ქალაქ იერაპოლში ჩავიდა, იქ წარმართებმა აწამეს. ფილიპე მოციქული ჯვარზე აღესრულა. 

სომხური სამოციქულო ეკლესია წმინდა ანდრია და წმინდა ფილიპე მოციქულთა ხსენების დღეს აღნიშნავს ჯვართამაღლების მეცხრე კვირის მომდევნო შაბათ დღეს.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են