Материалы

წმინდა მოციქულებისა და ჩვენი პირველი განმანათლებლების - წმინდა თადეოზის და წმინდა ბართლომეს ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2024-11-30

წმინდა თადეოზი და წმინდა ბართლომე  ქრისტეს 12 მოციქულთაგანია,    რომლებიც ჩამოვიდნენ სომხეთში, სომეხ ხალხს უქადაგეს ქრისტიანობა, და ღირსნი გახდნენ წოდებისა - „პირველი განმანათლებელნი“.   ჯერ კიდევ    ქრისტიანობის გავრცელების პირველ პერიოდში წამებულ იქნენ სომხეთში. მოციქულების მოღვაწეობის შედეგად 301 წელს სომეხმა ხალხმა მსოფლიოში პირველმა  აღიარა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად.

მართლაც, ამ წმინდა მოციქულთა მოღვაწეობას განსაკუთრებული  როლი ენიჭება   ორიათასწლიანი   ქრისტიანული ისტორიის მქონე ერის ცხოვრებაში,   რომელიც სავსეა დედა ეკლესიისადმი რწმენითა და მხურვალე სიყვარულით.

ყოველ წელს სომხური ეკლესია წმინდა მოციქულებისა და ჩვენი პირველი განმანათლებლების - წმინდა თადეოზისა და წმინდა ბართლომეს,  ხსენების დღეს აღნიშნავს ორმოცდაათდღიანი მარხვის მეორე კვირის წინა შაბათ დღეს.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են